2015 წლის 23 ოქტომბერს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ცნობილი ჰოლანდიელი ტრენერის, კლარენს ვან დერ პუტის ლექციას, თემაზე: ,,პიარის გავლენა ლიდერებისთის“ (PR Influence for Young Leaders) დაესწრო. გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნების გამოცდილება PR-ის თანამედროვე გზებსა და მეთოდებზე. ასევე ევროპული მედიისათვის ეფექტური და საყურადღებო მასალების შექმნის სტანდარტები, ევროპაზე გამიზნული პრაქტიკული, სანდო და წარმატებული მედია სტრატეგიის შემუშავების წესები. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტური თვითმმართველობები დაესწრო. შეხვედრა ორგანიზაცია ,,პოზიციამ“ TVFree-ის საინფორმაციო მხარდაჭერით განახორციელა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, სემინარს იურისტი ლაშა ციბაძე დაესწრო.