2015 წლის 24 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხზე: „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი საჩივრების სტატისტიკა და მისი მნიშვნელობა“, გამართულ პრეზენტაციას დაესწრო. მონიტორინგის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ცართულობის ცენტრის“ დამოუკიდებლი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა. შედეგების მიხედვით, ევროსასამართლოში, ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართვიანობა, 70%-ით შემცირდა. როგორც „სამოქალაქო ცართულობუის ცენტრის“ გამგეობის წევრმა, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, „განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ევროსასამართლოში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, 2008 წელს დაფიქსირდა. ეს უკავშირდება 7 ნოემბერს, აგვისტოს ომს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, უფრო მეტ ადამიანს გააჩნდა უსამართლობის განცდა. 2008 წელს - 1771-მა ადამიანმა მიმართა ევროსასამართლოს საჩივრით, 2009 წელს - 2122-მა, 2014 წელს მხოლოდ 102-მა პირმა" - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. მისივე ინფორმაციით, სულ 2003-დან 2014 წლების განმავლობაში, ევროპის სასამართლოში, 5710 საჩივარი შევიდა. სასამართლომ ისინი წარმოებაში მიიღო. დღესდღეობით, განიხილება 145 საჩივარი და უცნობია, ევროპულ სასამართლოში, როგორ დასრულდება ამ საქმეების განხილვა. 2003 წლიდან დღემდე 231 საქმის გახილვა დასრულდა. მათგან, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 59 საქმეზე გამოიტანა. მათ შორის 12 საქმეში დარღვევა არ დადგინდა, 43 საქმე მიუღებლად გამოცხადდა და 129 საქმე საქმეთა ნუსხიდან საერთოდ ამოირიცხა.
მონიტორინგის პრეზენტაციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ.