2015 წლის 11 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, პარლამენტში პროექტ: „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში", სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ასევე პროექტის ფარგლებში მოწვეული სხვა სპეციალისტები და ორგანიზაციები. შეხვედრის თემა იყო: საკუთრების უფლების დაცვის საკითხთან დაკავშირებული ურთიერთობები. შეკრებილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი შეხედულებები და პოზიციები გამოთქვეს თემის მიმართ, რომელიც შემდგომში უკვე რეკომენდაციების სახით აისახება კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში და წარედგინება მთავრობას. აღნიშნული შეხვედრით, პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრა დასრულდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2014 წლიდანაა, ხოლო საბჭოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ხელმძღვანელობს.