არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე 14 რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებს სამართლებრივი დახმარების შესახებ მიმართეს.
ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ინფორმაცია, კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა აღიარეს თუ არა ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი საბჭოური ანაბრები საშინაო ვალად და რა ფორმით გადაიჭრა აღნიშნულ ქვეყანაში საბჭოთა ანაბრების გაცემის საკითხი. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს ქვეყნების უზნესაეს სასამართლოებს და მოითხოვს საბჭოთა ანაბრების ანაზღაურების/კონპენსაციის საქმეებთან დაკავშირებით სტატისტიკას, ასევე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის დროს, სასამართლოები რა სამართლებრივ აქტების დასაბუთებას დაეყრდნო.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზის“ დოკუმენტის შქმნაზე მუშაობს, რომელის საჯარო პრეზენტაციაც, 1 მაისისთვის იგეგმება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოური ანაბრის მდგომარეობას საქართველოს მაგალითზეც სწავლობს. ორგანიზაციამ საკითხთან მიმართებით, უკვე მიმართა სხვასდასხვა სამთავრობო უწყებას, სასამართლოებს და საკანონმდებლო ორგანოს. არსებული მონაცემით, საზოგადოება მნიშვნელოვან მასალას გაეცნობა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2013 წლის 22 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელიც შეიტანეს, სადაც ეროვნული ბანკის მხრიდან 1990–იან წლებში ჰიპერინფლაციურ პროცესებთან მიმართებით მოთხოვნილი ინფორმაციის გასაიდუმლოება გასაჩივრდა.
საქმეს მოსამართლე ნათია ბუსკაძე განიხილავს.