ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ 2016 წლის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ეროვნული სამუშაო გეგმის ანალიზი იქნება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს მიმართ, ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, დადებითი საბოლოო ანგარიში გამოქვეყნება, ახალ შესაძლებლობებს იძლევა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, საქართველოს მთავრობის ორი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობამ, საქართველოს სამინისტროების, განსაკუთრებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევის შედგად, ქვეყანამ განვითარებისთვის ისტორიული შანსი მოიპოვა. ამიტომაც, მოცმეულ ეტაპზე, ორგანიზაციას საჭიროდ მიიჩნევს ინსტიტუციური დიალოგის გაძლიერებას ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რათა თითოეულ მოქალაქემდე იქნეს მიტანილი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სიკეთეები. ორგანიზაცია, ამთ შორის, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან, ახორციელებს ინიციატივებს, პროექტებსა და მონაწილეობს საკითხთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა, აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მოტივაციას ქმნის ორგანიზაციის გუნდისთვის განახორციელოს სამოქალაქო ჩართულობა, მათ შორის საქართველოს რეგიონებში.
ცნობისთვის: მხოლოდ 2015 წელს, თებერვალში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“ განხორციელებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც მთავრობის სამინისტროების მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის, შესრულებისა და დოკუმენტის ფარგლებში, მოსალოდნელი ღონისძიებების შესწავლას დაეთმო. 2015 წლის აპრილში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ დაფუძნდა. ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში, მიიღონ პირდაპირი მონაწილეობა. 2015 წლის ივლისში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში, განახორციელეს პროექტი: „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“. პროექტი განხორციელდა ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში. 2015 წლის აგვისტოში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, კონფერენცია გამართეს, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან, პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით, ეროვნული გეგმის შესრულების შეფასებაზე, განახლდა სამინისტროებთან შეხვედრები და დიალოგი.