„პროკრედიტ ბანკმა“ იმიჯის გადასარჩენად, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია დაიწყო

18 იანვარი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მიერ 2015 წლის 18 იანვარს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ბანკის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას ქართული სასამართლოს და ქართული საზოგადოების პირდაპირ შეურაცხყოფად მიიჩნევს. არჩილ კაიკაციშვილი ბანკს მიმართავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდნა გამომდინარე, სასამართლოს განჩინება დაშტრიხოს და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნოს, რათა საზოგადოება გააკეთოს საკითხზე შეფასება და არა მხარეთა წარმომადგენლებმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ფინანსურად ძლიერი ს.ს. „პროკრედიტ ბანკისგან“ განსახვებით, მოცმეულ ეტაპზე, არ სარგებლობს ახალი ამბების სააგენტოების საინფორმაციო მომსახურებით. შესაბამისად, ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს ჟურნალისტურ კორპუსს, რათა თემის გაშუქების დროს, დაიცვან საზოგადოების ინფორმირების მაღალი სტანდარტი, ინფორმაციის დაბალანსებულობა და არ მოხდეს დაშვება, საზოგადოებას მხოლოდ ერთი მხარის კომერციული ხაზით მიღებული პოზიცია მიეწოდოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

„2016 წლის 18 იანვარს, საზოგადოება გაეცნო ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ განცხადებას, რომლითაც ნათქვამია, რომ თანამშრომელი, რომელის კანონიერ ინტერესებსაც საერთო სასამართლოებში წარმოვადგენ, 2014 წელს გათავისუფლებული იქნა „არაპროფესიონალიზმის“ გამო და გათავისუფლება არ მომხადარა თანამშრომლის კლიენტების მიმართ „ფამილარული“ დამოკიდებულების გამო, კერძოდ, გათავისუფლებული ქალბატონის მიერ კლიენტების მიმართ ნათქვამი სიტყვების: „ღმერთმა დაგლოცოთ“ - გამო. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ბანკმა აირჩია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობისა და ქართული საზოგადოების მოტყუების გზა. 2014 წლის აპრილში, მე ბანკს და მის კანონიერ წარმომადგენელს, საჯარო მიმოწერის დროს, დავპირდი, რომ აღნიშნულ საქმეს ექნებოდა საქვეყნო რეზონანსი, მაგრამ ვიდრე 2016 წლის 15 იანვარს, სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩავიბარე, მას დეტალურად არ გავეცანი, ბანკის წინააღმდეგ დავაზე საჯარო განცხადება არ გაგვიკეთებია. ორი დღის წინ, ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელის მხრიდან, ჩემთან განხორციელდა სატელეფონო ზარი, რომელიც ვითარებაში გარკვევასთან ერთად, მოითხოვდა ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სათაური შეგვეცვალა - თითქოსდა ორგანიზაციას ბანკთან დავა მოგებული არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ საჯაროდ განვმარტავ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ბანკი პირწმინდად დამარცხდა. საქმე განსახილველად ხელმეორედ დაბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - ახლა პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს ორი მოთხოვნის სიზუსტეზე - განაცდურის ოდენობასა და გათავსიუფლებულის ტოლფარდ თანამდებობაზე აღდგენაზე, სხვა კი ყველაფერი, რაც ეხება გათავისუფლების მოტივებს - დასაქმებულის „არაპროფესიონალიზმსა“ და „ფამილარობას“, სააპელაციო პალატის მხრიდან ცალსახად არ დადასტურდა. ამიტომაც, როდესაც ბანკი 18 იანვრის განცხადებაში, კვლავ მტკიცებით ფორმაში საუბრობს, რომ სამსახურიდან თანამშრომლის გათავისუფლება მოხდება მისი „არაპროფესიონალიზმის“ გამო, ეს უკვე ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ღია უპატივცემულობას ან გადაწყვეტილების წაუკითხაობას, შესაბამისად, უცოდინრობას. სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ ბანკმა თანამშრომელი გაათავისუფლა პიროვნული შეუთავსებლობის საფუძვლით და დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, ციტატა: „სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად“ (ციტატის დასასრული, განჩინების გვ. 12) აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

მინდა მივმართო საზოგადოებას, დავასრულოთ ტყუილებში ცხოვრება. თუკი ბანკი საკუთარი იმიჯის დაცვას ცდილობს, მე პირველი დავეხმარები ამ რეპუტაციის დაცვაში. მივმართავ „პროკრედიტ ბანკს“, საკუთარ ვებ-გვერდზე დაშტრიხოს და სრულად გამოაქვეყნოს სასამართლოს განჩინება იმისთვის, რომ ყოველმა მეორემ ნახოს, ვინ არის მართალი. მეც შევეცდები გამოვაქვეყნო სასამართლოს აუდიო-ოქმი, სადაც გაკვირვებული მოსამართლე ბანკის იურისტს მიმართავს და ამბობს, თუ როგორ შეიძლება დაეშვა დაწესებულებას სიტყვების გამო: „ღმერთმა დაგლოცოს“, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. დიახ, ბანკმა ცუდი პრეცედენტი დაუშვა - ღმერთის ხსენების გამო, ადამიანი, თანაც, უკანონოდ გაათავისუფლეს. ჩემთვის ეს არის მთავარი და არა ის კიდევ სხვა გარემოებები, თუ როგორ დაგეგმეს და გაათავისუფლეს ახალგაზრდა ქალბატონი, სამი შვილის დედა. ეს არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველ ფაქტად და ჩვენ მომხრე ვართ, აღნიშნულს მიეცეს შესაბამისი შეფასება, რეაგირება. ბანკმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას. არსებული მიზეზებით, თანამშრომლის დათხოვნა, სხვა არაფერია, თუ არა მათ შორის, რელიგიური ნიშნით ადამიანის დევნა, რელიგიური დისკრიმინაცია, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა. მზად ვარ, ეს საქმე მივიდეს თანმიმდევრულად და ბოლომდე, მიუხედავად იმისა, ვინ რას ამბობს ან ნიღბავს სიმართლეს, რადგანაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ დაურღვევია არც ბანკის შინაგანაწესი, არსებული ქცევის კოდექსი და არც შრომის კოდექსის მოთხოვნები. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეს პირდაპირ წერია. მეტიც, მუშაობის 7 წელზე მეტი დროის მანძილზე, მის სამსახურეობრივ ბიოგრაფიაში არც ერთი შენიშვნაც კი არ ფიქსირდება.“ - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.



კომენტარები