"ახალგაზრდა ადვოკატებმა" "პროკრედიტ ბანკიდან" რელიგიური მოტივებით გათავისუფლებაზე ჩანაწერი გაავრცელეს

20 იანვარი, 2016
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლების შესახებ დამადასტურებელ აუდიო-მტკიცებულებას ავრცელებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერი მოპოვებული არ არის ფარულად. წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერი არის საჯარო დოკუმენტი, რომელიც გამოთხოვნილ იქნა გათავისუფლებულის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან. საზოგადოება აუდიო-ჩანაწერში ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომას. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა. ჩვენ კოლეგიალობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებთ ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის ვინაობას, რომელიც აღნიშნულ აუდიო-ოქმშიც ჩანს, რომ მუდმივად ამტკიცებდა გათავისუფლებული ანა მ.-ს შეუსაბამო კვალიფიკაციას დაკავებულ პოზიციასთან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ცალსახად არ დადასტურდა ანა მ.-ს არაკვალიფიციურობა, ხოლო სასამართლომ იმსჯელა და ცალსახად მიუთითა, რომ ამ გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი, რელიგიური შინაარსის ფრაზა: „ღმერთმა დაგლოცოთ“, არ წარმოადგენდა გათავისუფლებულის ფამილარულ ქცევას, კლიენტების მიმართ ფამილარულ დამოკიდებულებას. აუდიო-ჩანაწერში ჩანს მოსამართლის მსჯელობები და ბანკის მიმართ გამოხატული მსჯელობები. „ღმერთმა დაგლოცოს“ გამო, ადამიანებს სამსახურიდან არ უშვებენ“ - ამბობს მოსამართლე, რომელიც ამ სიტყვის ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ გრძნობებზე და გამოხატულებაზე საუბრობს. 
 
ჩვენ ვფიქრობთ, ბანკმა ქართულ საზოგადოებას უნდა მოუხადოს ბოდიში. დაუშვებელია, თანამედროვე საქართველოში, რელიგიური ნიშნით ადამიანებს სამსახურებიდან ერეკებოდნენ! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ დავის სხვა დეტალების გამომზეურებით, ვიდრე არ იქნება აღიარება იმ ფაქტებისა, რომელსაც „პროკრედიტ ბანკი“ საქმის ირგვლივ, ცარიელი ფრაზებით ამართლებს. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ბანკს, პატივი სცეს „ახალგაზრდა ადვოკატებს“, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ აღნიშნული ბანკის მომხმარებელს/კლიენტს და დაუშვებელია კლიენტების მიმართ ნეგატიურ ტონში საუბარი. ჩანს, ამ მიმართულებითაც, კორპორატიული პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს.
 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოში ყველა ტელე/რადიო მაწუყებელს, ახალი ამბები სააგენტოებს, ჟურნალისტურ კორპუსს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ფინანსურად ძლიერი ს.ს. „პროკრედიტ ბანკისგან“ განსახვებით, მოცმეულ ეტაპზე, არ სარგებლობს განსაკუთრებით ახალი ამბების სააგენტოების საინფორმაციო მომსახურებით. შესაბამისად, ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს ჟურნალისტურ კორპუსს, რათა თემის გაშუქების დროს, დაიცვან საზოგადოების ინფორმირების მაღალი სტანდარტი, ინფორმაციის დაბალანსებულობა და არ მოხდეს დაშვება, საზოგადოებას მხოლოდ ერთი მხარის კომერციული ხაზით მიღებული პოზიცია მიეწოდოს.

ჩვენ მივმართავთ მედიას, რათა აჩვენონ პრინციპულობა და პროფესიული ინტერესი, გაავრცელეთ სასამართლო აუდიო-ოქმის ამონარდი, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემსს, რომელიც რეზონანსულია და სკანდალური, თანამედროვე საქართველოს ცხოვრებიდან.

https://soundcloud.com/young-barristers/2015a 

 

 

 



კომენტარები