„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში კანცლერობის კანდიდატებთან შეხვედრების მონიტირინგს იწყებს

25 იანვარი, 2016

2016 წლის 26 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრირებული კანდიდატების თსუ აკადემიურ საბჭოსთან გასაუბრების პროცესს დააკვირდება. თსუ-ში კანდიდატების გასაუბრების ეტაპი 26-27 იანვარს გაგრძელდება. 26 იანვარს გასაუბრება შედგება იოსებ არჩვაძესთან და გიორგი გაფრინდაშვილთან, 27 იანვარს კი - თამარ კაპანაძეს, ალექსანდრე ჩხიტაურსა და კახაბერ ჭეიშვილს შორის.

ორგანიზაცია უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს დააკვირდება და არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს. ორგანიზაციამ შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების უფლება, თსუ-ის რექტორის წერილით, უკვე მიიღო.

„ახალგარზდა ადვოკატების“ განცხადებით, კანცლერი უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობაა, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს პირობებში.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ 2013 წლის აგვისტოში, ასევე მოახდინა მნიშვნელოვანი მონიტორინგის განხორციელება თსუ-ის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ მაშინ ყურადღება დაუთმო, უნივერსიტეტში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მდგომარეობას, ასევე არჩევნების დღის პროცედურულ ნაწილს და გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული და რომ თსუ–ში, 2004 წლის შემდეგ, პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.



კომენტარები