„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენ მხარს ვუჭერთ ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ

28 იანვარი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარედგინოს ცნობილი სამართლის სპეციალისტის, ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა. ირაკლი ყანდაშვილთან წლების მანძილზე პროფესიულმა თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ქართულ იურიდიულ საზოგადოებას ჰყავს შესანიშნავი, კვალიფიციური და მიუკერძოებელი სპეციალისტი, რომელის ცოდნაც და განათლებაც გამორჩეულია პროფესიული ეთიკისა და წარმატებული საადვოკატო თუ საგანმანათლებლო საქმიანობით. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ირაკლი ყანდაშვილის ხედვას ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე. როგორც ირაკლი ყანდაშვილმა დღეს განაცხადა, სასამართლო რეფორმების ქვაკუთხედი ინდივიდუალური მოსამართლის როლის დამოუკიდებლობის გაძლიერება უნდა იყოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს პრეზიდენტს, შერჩევის დროს, მხარი დაუჭიროს ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურას და იურიდიული საზოგადოების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციას, რაც იქნება სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების პრეზიდნეტის მხრიდან კიდევ ერთხელ გათვალისწინების გამოხატულება. 



კომენტარები