„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გერმანიის ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართეს

4 თებერვალი, 2016

2016 წლის 1 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოში გერმანიის ელჩს, მის აღმატებულებას, ქალბატონ ბეტინა კადენბახს ოფიციალური წერილით მიმართეს და ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლების საქმეზე, საელჩოს რეაგირება სთხოვეს.

„გვაქვს პატივი მოგესალმოთ და ცალსახად აღვნიშნოთ საქართველოში გერმანიის საელჩოს განსაკუთრებული როლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის საქმეში, რომელაც გააჩნია მრავალწლიანი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი ტრადიცია და გამოცდილება. ჩვენი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, რომელიც წარმატებით საქმიანობს ქართულ უფლებადაცვით სფეროში 2012 წლის ივლისიდან და აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების ანალიზის მიმართულებით, თანამშრომლობს დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ მედიასთან. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადვოკატირების პროცესში გამოკვეთილ, განსაკუთრებული მაღალი საჯარო ინტერესის ფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდოთ ინსტიტუციებს, რომლთა სამომავლო პოზიციებს და შეხედულებებს გააჩნიათ გავლენა და გარემოს სტაბილურობისთვის აუცილებელი მნიშვნელობა. ორგანიზაცის სურს საქმის კურსში ჩაგაყენოთ საქართველოში გერმანული ბანკის - „პროკრადიტ ბანკის“ მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ბანკმა რელიგიური მოტივების საფუძველზე, სამსახურიდან გაათავისუფლა დასაქმებული, ქალბატონი ანა მ.“ - ნათქვამია ღია წერილში.

„მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში გერმანიის საელჩო დაინტერესდეს ქეისით, რომელიც ეხება გერმანული ბანკის მოქმედებების შედეგად, საქართველოს მოქალაქის რელიგირი მოტივებით გათავისუფლების ფაქტებს. ჩვენ გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენ დაინტერესდებით აღნიშნული საქმით, გამონახავთ დროს, რომ შეხვდეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს და უშუალოდ მიიღოს საქმის შესახებ საჭირო და დაზუსტებული ინფორმაცია“ - აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ბანკისთვის იწურება საპროცესო ვადა, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაასაჩივროს. ბანკი განჩინებას, სავარაუდოდ, ან საკასაციო წესით ან ისევ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაცია ანიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების შესაბამის ინფორმირებას აუცილებლად მოახდენს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2016 წლის 16 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ გათავისუფლების საქმეზე, დამსაქმებელის გამამართლებელი შედეგი დადგა. საერთო სასამართლოებში, დავა მიმდინარეობდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდუნის ანაზღაურების მოთხოვნით. ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მ.-ს მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.

2016 წლის 20 იანვარს, ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განაცხადა, რომ „საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 16 წლის განმავლობაში, „პროკრედიტ ბანკი“ ხელმძღვანელობს პოლიტიკით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას - მათ შორის თანამშრომლების შერჩევას, პოზიციის ცვლილებას, თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებას, დაწინაურებას, თანამშრომლობის შეწყვეტას - ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა სოციალური ნიშნით“. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მხრიდან მორიგი განცახდება გავრცელდა, სადაც აღინიშნა, ბანკს იმიჯის გადასარჩენად, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია ჰქონდა დაწყებული. არჩილ კაიკაციშვილმა ბანკის განცხადება საზოგადოების შეურაცხყოფად მიიჩნია და განაცხადა, რომ „პროკრედიტ ბანკს“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლებული თანამშრომლის გამო, საზოგადოებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა.

2016 წლის 18 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის აუდიო-ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც საზოგადოებამ უშუალოდ იხილა ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის და საქმის განხმილველი მოსამართლის მსჯელობები. გამოქვეყნებული სასამართლო აუდიო-ოქმი ცალსახად მიუთითებს, რომ ბანკიდან თანამშრომლის დათხოვნა ფრაზის: „ღმერთმა დაგლოცოს“ გამო განხორციელდა.

2016 წლის 26 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური წერილით მიმართეს „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორატს - ქეთევან ხუსკივაძეს, სოფიო კორძახიას და ალექსი მატუას და ბანკის მხრიდან ქართული საზოგადოების წინაშე, 29 იანვრის მდგომარეობით, ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოითხოვეს. წერილით ბანკს მიემართა, საჯარო გამხდარიყო ბანკის ოფიციალური პოზიცია სასამართლო აუდიო-სხდომის ჩანაწერთან დაკავშირებით.

2016 წლის 28 იანვარს, „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგირი მოტივებით გათავისუფლებულის საქმით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე.

და ბოლოს, 2016 წლის 1 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღია წერილით მიმართეს საქართველოში გერმანიის ელჩს ქალბატონ ბეტინა კადენბახს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე არსებული სტრატეგიის მიხედვით, მოქმედებების განხორციელება გრძელდება.



კომენტარები