ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდნეტის ადმინიტრაციის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შერჩეული წევრი კანდიდატების დასახელების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, წარდგენილი თემო ჭეიშვილის კანდიდატურა სამართლიანად აღმოჩენილიყო დასახელებულ პირთა შორის.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის 9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართეს და სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიმართ შემფასებელი პირების/ორგანიზაციების მხრიდან მიღებული შეფასების შედეგების საზოგადოებისთვის გასაჯაროება მოითხოვეს.
„იქედან გამომდინარე, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის არ აღმოჩნდა თემო ჭეიშვილის კანდიდატურა, ჩვენთვის არ ნიშნავს შერჩეული კანდიდატების დაუმსახურებელ ბიოგრაფიებს, თუმცა ორგანიზაციას გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თემო ჭეიშვილის კანდიდატურა სამართლიანად იმსახურებდა დასახელებულ პირთა შორის არსებობას. თუკი აქცენტი კეთდება კანდიდატების შერჩევის პრინციპებზე, თემო ჭეიშვილი სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენისთვის საჯაროდ და საზოგადოდ გაცხადებულ/შეთანხმებულ კრიტერიუმებს - განათლებას, პროფესიული გამოციდლებას და პოლიტიკურ მიუკერძებლობას. შესაბამისად, ძალიან უცნაურია, რომელი შეფასება არ დაემთხვა თემო ჭეიშვილის დახასიათების დროს, რამდენად ობიექტუად მოხდა შერჩევა, გახდა თუ არა თემო ჭეიშვილის შემთხვევაში გადამწყვეტი ის გარემოება, რომ მისი პიროვნება შემრჩევი პირებისთვის, შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყო“ - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გაგზვანილ წერილში ცალკე ყურადღება დაუთმეს შერჩეული კანდიდატების მიმართ, ერთ-ერთი კრიტერიუმის - აპოლიტიკურობის სრულყოფილად დაცვის საკითხს.
„ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ბატონ გიორგი ბაქრაძეს, თუმცა ბატონი გიორგი ამჟამად წარმოადგენს სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველს. სებ-ის პრეზიდენტი, ბ-ნი გიორგი ქადაგიძე, ცალკეულ შემთხვევებში, ღიად განასახიერებს საპარლამენტო ოპოზციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს და ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა ერთი მოსაზრებით, პირდაპირ ასრულებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის და უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს. შესაბამისად, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად გიორგი ბაქრაძის შერჩევა, რაოდენ პატივსაცემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი არ უნდა გახლდეს ჩვენთვის, ღიად ტოვებს თქვენს მიერ გაცხადებული ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის - აპოლიტიკურობის მიმართ მნიშვნელლოვან დათქმებს და კითხვებს. ცალკეული შეხედულებები არსებობს ბატონი კობა გვენეტაძის მიმართაც. როგორც ცნობილია, ბატონი კობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. რაც შეეხება ქალბატონი მაია მელიქიძის კანდიდატურას, ორგანიზაციისთვის, მოცმეულ ეტაპზე, უცნობია მისი საქმიანობა და შესაბამისად, გაგვიჭირდება შეფასება, რამდენად სამართლიანად დააკმაყოფილა შერჩევისთვის დასახელებული სამი კრიტერიუმი - განათლება, პროფესიული გამოციდლება და პოლიტიკური მიუკერძებლობა“ - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად პრეზიდენტს თემო ჭეიშვილის კანდიდატურა 2016 წლის 26 იანვარს წარუდგინა. პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ სებ-ის საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი 8 თებერვალს დაასახელა.
თემო ჭეიშვილი წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრს, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ბიზნესის მართვისა და ევროპული ბიზნეს სამართლის მაგისტრს და გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 10-ზე მეტ ქვეყანაში, ცენტრალური ბანკებისა და სუვერენული ფონდების რეზერვებისა და საინვესტიციო პორტფელების შემუშავებისა და მართვის მიმართულებით.