„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე, კვლევის პრეზენტაციას გამართავს

9 თებერვალი, 2016
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2016 წლის 10 თებერვალს, ეხება ქართულ საბანკო სისტემაში, 2004-12 წლების მმართველობის პერიოდში, თავისი მასშტაბით მომხდარ ყველაზე ვანდალური ფაქტის - ს.ს. „ინტეელქტბანკის“ წართმევის, გაკოტრებისა და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისების საქმეზე მომზადებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს. 2006 წლის 10 თებერვალს, ზუსტად 10 წლის წინ, მაშინდელი პოლიტიკური მმართველი ძალის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდნეტ რომან გოცირიძის, სებ-ის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, დღეს სებ-ის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შედეგად, მიღებულ იქნა ქართულ საბანკო სისტემაში პირველი მასშტაბური დანაშაულის ჩადენა - ს.ს. „ინტელექტბანკში“ შეჭრა, ბანკის გაკოტრება, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ს.ს. „საქართველოს ბანკისთვის“ გასხვისება. საქმეზე ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი განიხილავს. 
 
კვლევის პრეზენტაციას დაესწრება აღმასრულებელი და საკანონმდბელო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ექსპერტები, ჟურნალისტები. პრეზენტაციას დაესწრება ბანკის ყოფილი აქციონერებიც. შეხვედრა მედიისთვის თავისუფალია. 
 
ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია შედგება 12:00 საათზე, სასტუმრო „ბეტსში“, მისამართზე: თბილისი, მაყაშვილის ქ. 32/34. 


კომენტარები