ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქართულ საბანკო სისტემაში, 2004-12 წლების მმართველობის დროს, თავისი მასშტაბით მომხდარ ყველაზე ვანდალური ფაქტის - ს.ს. „ინტელექტბანკის“ წართმევის, გაკოტრებისა და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისების საქმეზე, მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართავს და აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას სარეკომენდაციო წინადადებების პაკეტით მიმართეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე შესწავლილი მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 10 თებერვალს, ზუსტად 10 წლის წინ, მაშინდელი პოლიტიკური მმართველი ძალის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტ რომან გოცირიძის, სებ-ის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, დღეს სებ-ის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შედეგად, მიღებულ იქნა ქართულ საბანკო სისტემაში პირველი მასშტაბური დანაშაულის ჩადენა - ს.ს. „ინტელექტბანკში“ შეჭრა, ბანკის გაკოტრება და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მისი ს.ს. „საქართველოს ბანკისთვის“ გასხვისება. 2006 წლის თებერვალში, ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით, და სებ-ის დღევანდელი ხელმძღვანელის, გ. ქადაგიძის უშუალო ჩართულობით, იერიში მიიტანა ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული და მომგებიანი ბანკის კაპიტალზე, რაც დასრულდა იმით, რომ დაახლოებით 36 საათში, სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის მეშვეობით, ს.ს. „ინტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ქართული საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად სწორი დასკვნები გაეკეთებინა და სამოქალაქო პროტესტი გამოეხატა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რამაც ჯაჭვური რეაქცია იქონია საბანკო სისტემის მიმართ, უკვე შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.
ორგანიზაციის კვლევით, სს „ინეტელექტბანკის“ მიმართ იკვეთება გიორგი ქადაგიძის ბრალეულობა, ვინაიდან ეროვნული ბანკი ყველა საშუალებით ცდილობდა სს „ინტელექტბანკის“ მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა ბანკს. 2006 წლის 10 თებერვალს, სს „ინეტელექტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვენელობდა გიორგი ქადაგიძე. კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელი გადაუდებლობდა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყველა დოკუმენტი მიუთითებს, რომ „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო. მათ შორის დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები ჩაკეთილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას, ასევე ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარით და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხადასხვა დოკუმენტებზე. მოგვიანებით, ბანკის ხელმძღვანელი პირების მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა და დაჭერები დაიწყო, რითაც მხარე იძულებული გახდა, უარი ეთქვა დავის სასამართლო წესით გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის კვლევაში არაერთი დოკუმენტი და ფაქტობრივი გარემოება იქნა შესწავლილი. როგორც შეფასებით ნაწილშია აღნიშნული, 2006 წლის თებერვალში, ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით, და სებ-ის დღევანდელი ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის უშუალო ჩართულობით, იერიში მიიტანა ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული და მომგებიანი ბანკის კაპიტალზე, რაც დასრულდა იმით, რომ დაახლოებით 36 საათში, სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის მეშვეობით, ს.ს. „ინტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისდა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად სწორი დასკვნები გაეკეთებინა და სამოქალაქო პროტესტი გამოეხატა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რამაც ჯაჭვური რეაქცია იქონია საბანკო სისტემის მიმართ, უკვე შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევაში აღინიშნა, რომ ბანკის გაკოტრება წარმოადგენდა ხელისუფლების განსაკუთრებულ მიზანს, რომლის შედეგადაც, ა) საბანკო სფეროში არსებული წონასწორობა დაირღვა და ლიდერი ბანკის ფუნქციით აღიჭურვა ხელისუფლებასთან დაახლოებული ს.ს. „საქართველოს ბანკი“, ბ) ხელისუფლებას, დაახლოებული ბანკის მეშვეობით, გაუჩნდა უშუალო წვდომა ს.ს. „ინტელექტბანკის“ აქტივებთან და პასივებთან და გ) ხელისუფლებამ, ეროვნული ბანკის უშუალო ჩაერევითა და მონაწილეობით, გაანეიტრალა ს.ს. „ინტელექტბანკის“ მზარდი კაპიტალიზაცია, რომელიც განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების მქონე აქციონერების თუ ბანკის დამფუძნებლების ბიზნესს წარმოადგენდა. ანალიზმა ცხადყო, რომ პროცესში, ხელისუფლების მიზნების გამტარებელი აღმოჩნდა ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი - საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ორი პრეზიდენტის - რომან გიცირიძისა და გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებებმა, ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების შესრულებას შეუწყვეს ხელი, ს.ს. „ინტელექტბანკი“ კი ხელოვნურად მიიყვანეს გაკოტრებისა და გასხვისების პროცედურამდე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2004-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგები მძიმედ აისახა ქართულ საბანკო სფეროზეც. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ტოტალურმა კონტროლმა, მათ შორის საბანკო სფეროს მხრიდან ქვეყანაში არსებული კანონდარღვევების მიმართ, ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვების ფაქტების გამო, ლოიალური დამოკიდებულებები შექმნა. ხელისუფლებამ რეპრესიული პოლიტიკის გამოყენებით, შეძლო საბანკო სუბიექტების მონოპოლიზირება და მათი ფინანსური რესურსის გამოყენება საარჩევნო, წინასაარჩევნო თუ სხვადსხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, ხოლო ბანკები და მისი მფლობელები, რომლებიც არ აღმოჩნდნენ პოლიტიკური სისტემის ინტერესების გამზიარებელი თუ შემსრულებელი, პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან დასჯის თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩდნენ. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებისთვის ცნობილია 4 ბანკის ისტორია. კერძოდ, ს.ს. „სტანდარტ ბანკის“, ს.ს. „სახალხო ბანკის“, ს.ს. „ბანკი ქართუს“ და ს.ს. „ინტელექტბანკის“ საქმეები. თითოეული ბანკის ჩამორთმევისა და ბიზნესების გაკოტრების საქმეში იკვეთება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი. ხელისუფლების მხრიდან საბანკო სფეროს ოთხი მნიშვნელოვანი სუბიექტის, ზემოთაღნიშნული ბანკების გაკოტრებას აერთიანებდა ერთი საერთი მოქმედების გეგმა და ხელწერილი - ბანკებში დანიშნული დროებითი ადმინისტრაციების მხრიდან ბიზნესების გაკოტრებით დასრულებული შედეგები. საყურადღებოა, რომ ამ ყველა ზემოთაღნიშნული ბანკის, ხელოვნურად გაკოტრების პროცესში, გიორგი ქადაგიძე, სხვადასხვა ფორმით, ამ პროცესების აქტიურ მონაწილედ გვევლინება.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ს.ს. „საქართველოს ბანკი“, ძალოვანი უწყებები, შეთანხმებული აღმოჩნდა, რათა ს.ს. „ინტელექტბანკის“ დასუსტების, გაკოტრებისა და გასხვისების გადაწყვეტილებები მიეღოთ. შესწავლილმა მასალებმა ცხადყო, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული, მათ შორის მოქალაქეების თავისუფლების უფლების აღკვეთა, ბანკის მესვეურთა განზრახ უკანონო დაკავება და დაპატიმრება, იძულება, სამსახურეორბივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურეორბივი უფლებამოსილების გადამატება, გამოძალვა, მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლებები. კვლევაში აღინიშნა, რომ „ინტელექტბანკის“ საქმეც ბიზნესის, მესაკუთრეების, საკუთრების წინააღმდეგ სისტემური დანაშაულის მაგალითია. ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმის ანალოგია რთულია მოიძიო, რამაც კიდევ ერთხელ მიუთითა 2004-2012 წლებში მოქმედი საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების რეპრესიულ მანქანაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2015 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო და დოკუმენტების, ფაქტების, გარემოებების მრავალთვიანი შესწავლის შედეგად, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად ხდება ცნობილი ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების და შემდეგ, მისი აქტივებისა და პასივების გასხვისების ისტორია, მათ შორის ამ პროცესში მონაწილე ადამიანების, თანამდებობის პირებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენელთა პირდაპირი თუ უშუალო მონაწილეობა იმ სავარაუდო დანაშაულში, რომლის მიმართაც სწორი და უტყუარი დასაბუთებები, შეცვლილ რეალობაში, უკვე საგამოძიებო ინსტანციების პრეროგატივაა.