„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბორჯომში წამების შეახებ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაესწრება

12 თებერვალი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და „ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის" მხარდაჭერით 13-14 თებერვალს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემებზე საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაესწრება. ბორჯომში, ანალოგიური შეხვედრა, უკვე მეორედ ტარდება. კონფერენციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახსნის. მსჯელობის მთავარი თემა „წამების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და პრევენციის მექანიზმების საერთაშორისო პრაქტიკა" იქნება. კონფერენციას პარლამენტის დეპუტატები და იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხელისუფლებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციაში მონაწილეობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ კაიკაციშვილი დაესწრება. 



კომენტარები