არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, მედია-ფორუმს გამართავს. ყველა ტელევიზიის, გაზეთის, რადიოს, ახალი ამბების სააგენტოს თუ სოციალური მედიის წარმომადგენელს, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში და რეზონანსული საქმის ირგვლივ, მიიღოს ახალი და მომწურავი ინფორმაცია. მედია-ფორუმის გამართვის საკითხიც, ორგანიზაციამ, სწორედ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და მედია ინტერესის გამო მიიღო.
ჟურნალისტებს შესასძლებლობა აქვთ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან 2016 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით. დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 291202 ან თქვენი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ pryoungbarristers@gmail.com მისამართზე.