„ახალგაზრდა ადვოკატები“ გუნდის ახალ სახეებს მასშტაბური კონკურსის გზით შეარჩევს

29 თებერვალი, 2016
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მასშტაბური კონკურსის გზით, სტრატეგიული საქმიანობისა და სამართალწარმოების გუნდის განახლებას და ორგანიზაციის შემადგენლობის განახლებას მოახდენს. 2015 წლის 1 მარტიდან 7 მარტის მდგომარებით, ჩვენ ვაცხადებთ 4-თვიან სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. ჩვენი მიდგომა უცვლელია - ახალი სახეები საპასუხისმგებლო კონკურსის გზით შეავსებენ გუნდის შემადგენლობას. 
 
მთავარი მოტივაცია
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ (www.barristers.ge) სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, გახდენენ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკის სფეროს შეფასებებსა და პროცესში. 
„ახალგარზდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს პროფესიონალიმზე. ამიტომაც, ორგანიზაცია მოცემულ ვაკანსიაზე შეარჩევს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზსს, საჯარო დებატების კულტურას და გამოცდილებას, კვლევითი საქმიანობის უნარებს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ექსპერტიზას და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. უპირატესობას მივანიჭებთ კონკურსანტს, რომელიც სრულფასოვნად იცნობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობას.
 
ძირითადი ვალდებულებები, რომლიც კანდიდატს ორგანიზაციის წევრის სტატუსში მოეთხოვება:
 
• საბრიფინგო თემატიკის შერჩევა, მომზადება და ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირება;
• ორგანიზაციის სახელით საჯარო განცხადებების გაკეთება (ბრიფინგი, პრესკონფერენცია,  მედიასთან სხვა ფორმით ურთიერთობა)  
• ორგანიზაციის სტრატეგიულ სამართალწამოებაში მონაწილეობა;
• სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზი;
• კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა; 
• სამართლებრივი დასკვნების მომზადება და პრეზენტაცია;
• ორგანიზაციის კვლევით საქმიანობასა და თემატური მონიტორიგნების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
• ორგანიზაციის საპროექტო საქმიანობაში ჩართვა და თანამონაწილეობა; 
• რეკომენდაციების, მიმართვების, განცხადებების დამოუკიდებლად მომზადება; 
• საქმიანი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადება; 
• ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიებსა და დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა;
• ორგანიზაციის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
• ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენა; 
• ორგანიზაციის სახელით, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
• უცხოენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა და ანალიზი.
 
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: 
 
განათლება: 
უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი) აპლიკაცია შეუძლით მოგვაწოდონ II, III, IV კურსის სტუდენტებმა.
 
პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
 
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
• პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა;
• პრეზენტაბელურობა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
• გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგის განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
• კომუნიკაბელობა, ენერგიულობა და დამოუკიდებლობა;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
 
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:
 
1. მხოლოდ ქართულენოვანი ავტობიოგრაფია - CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
 
განსაკუთრებული აღნიშვნვა
 
1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: 
vakanciayb@gmail.com
2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „იურისტ-სტაჟიორი“. 
 
ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:
 
• საერთოდ არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი განცხადებები;
• გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს, რომელის გამოცდილებაც შესაბამისობაში იქნება წევრად გახდომის შემდგომ განსახორციელებელ უფლებამოსილებასთან;
• არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის ელემენტარულ დადგენილ წესს.
• შერჩევა მოხდება კომისიის მეშვეობით, გასაუბრების წესით. 


კომენტარები