გიორგი პაპუაშვილი კონონთან კონფლიქტში მყოფი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა

2 მარტი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, მედია-ფორუმი გამართეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, როლანდ ბლადაძის საქმე, რომელსაც წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწევს, საჯარო სივრცეში მართალია, ცნობილია, მაგრამ მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ცალკეული განცხადებების გამო, ადგილი აქვს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას. შესაბამისად, ფორუმზე დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ გაცნობოდნენ საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას, დაესვათ კითხვები და როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველთაგან, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს კანონთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას წარმოადგენს. არჩილი კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილის მიერ 2016 წლის 1 მარტს, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილი საკუთარი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფარვას პოლიტიკური ხასიათის განცხადებებიც ცდილობს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სახიფათოა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ევროსასამართლოში წარდგენასთან დაკავშირებულ კონკურსში მარცხის შემდგომ აკეთებს პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ, სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლი - საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკუტრად მხარე ხდება.

„ჩვენს გაოგნებას იწვევს გიორგი პაპუაშვილის განცახდებები, რომლითაც ღიად და საჯაროდ, პატივი და ღირსება შეულახა სადაო ქონების პირველ და ერთადერთ კანონიერ მესაკუთრეს - როლანდ ბლადაძეს. გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თითქოსდა როლანდ ბლადაძე სასაზღბვრო გამშვებ პუნქტზე საქმიანობის დროს, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდა და ამის გამო, სადაო ქონება, დაუსაბუთებლად შეიძინა. ასევე, ბატონმა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თითქოსდა როლანდ ბლადაძის წრიდან მის მიმართ არსებობდა მუქარა. ასევე, ჩვენი ორგანიზაციის მიმართ გააკეთა განცხადება, რომ თითქოსდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ვაწარმოებთ მიზანმიმართულ კამპანიას და ჩვენ ფიანსურ დახმარებას ხელისუფლება უზრუნველყოფს. არც ერთი აღნიშნული განცხადება, სერიოზული და ფაქტებზე დაფუძნებული არ არის. შესაბამისად, წარმოადგენს ცილისწამებას. პირველი - როლანდ ბლადაძე 2013 წლის აპრილში, აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, დანაშაული, რის გამოც ქონება ჩამოერთვა და შემდეგ გიორგი პაპუაშვილმა, 2007 წელს, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად მიიღი, არც არასდროს ჩადენილა და არსებულა. ამიტომაც, გიორგი პაპუაშვილმა, თავისი საჯარო განცხადებით, უდანაშაულობის პრეზუმცია პირდაპირ ფეხქვეშ გათელა. მეორე - მე მივმართავ გიორგი პაპუაშვილს, რათა დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც მას, როლანდ ბლადაძის სახელით მუქარას უთვლიდნენ. ასეთი ფაქტი, ბუნებაში არ არსებობს, რადგანაც როლანდ ბლადაძის 12-წლიანი ბრძოლა წართმეული ქონების დაბრუნებისთვის, არც ერთხელ არ გასულა კანონის ჩარჩოდან და მესამე - თუკი გიორგი პაპუაშვილი საზოგადოებას არ წარუდგენს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელისუფლებიდან დაფინანსების დამადასტურებელ დოკუმენტს, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო“ - განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გამორიცხული არ არის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ახალი სარჩელი მომზადდეს როლანდ ბლადაძის პატივისა და ღირსების შელახვის გამო. ასევე, ორგანიზაცია წერილით მიმართავს გიორგი პაპუაშვილს, უარყოს ან დაადასტუროს ის ბრალდებები, რომელიც სატელევიზიო ინტერვიუს დროს, როლანდ ბლადაძის მიმართ გამოთქვა. „არსებული მოვლენების საფუძვლიანი ანალიზი მაფიქრებინებს, რომ გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, რაც 2016 წლის ივნისში მოხდება, აქტიურად აპირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში გადასვლას. ჩემი ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გიორგი პაპუაშვილის პარტიული სიის #1 კანდიდატად დასახელებაზე კულუარულად მსჯელობს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს სადო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არა ბატონი გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკურ სიმპატიებს, მაგრამ მინდა მასაც ვთხოვო, რომ ევროსასამართლოში მოსამართლის შესარჩევ კონკურსში დამარცხების გამო, ნუ გააკეთებს პოლიტიკური ხასიათის შეფასებებს, იმსჯელოს საგნობრივად და ამით ჩიხში არ შეიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, 2012 წლის შემდგომ, ხელისუფლებამ მას უპასუხა, რომ სადაო ქონებაზე სახელმწიფოს პრეტენზიები არ გააჩნდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მართალია, გიორგი პაპუაშვილმა 2012 წლის დეკემბერში მიმართა იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა სადაო ქონებაზე სახელმწიფოს პოზიცია, თუმცა იცრუა, როდესაც აღნიშნა, რომ მინისტმა თეა წულუკიანმა მას ქონების უნაკლოობა დაუდასტურა. საქმეში დევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის 2013 წლის 17 თებერვლის წერილი გიორგი პაპუაშვილის მიმართ, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ ქონება სადაოა, რაც გიორგი პაპუაშვილს არ გაუთვალისწინებია.

არჩილ კაიკაციშვილმა განცახდა, რომ მზად არის, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულა საჯარო გახადოს და მათ შორის, მზად არის საჯარო დებატები მომზადდეს გიორგი პაპუაშვილთან. 



კომენტარები