„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მედია არ ახდენს, არც თეა წულუკიანის და არც დიმიტრი ქუმსიშვილის წერილების სრულ გამოქვეყნებას

8 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი საზოგადოებას განცხადებით მიმართავს.

საქართველოს საერთო მაუწყებლებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებული თემების გაშუქება უკიდურესი მიკერძოებულობით გადაწყვიტეს. საკითხის მიმართ ინტერესი, პირობითად, ოთხ ნაწილად შეიძლება დააიყოს: 1. სამთავრობო კომისიაზე გიორგი პაპუაშვილთან გასაუბრება და შედეგები, 2. გიორგი პაპუაშვილსა და თეა წულუკიანს შორის ინსტიტუციური უთანხმოება, 3. გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონება და მისი სამოსამართლო მორალი და ბოლოს, 4. გიორგი პაპუაშვილის განცხადება ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საერთო მაუწყებლებში მთავარი აქცენტი კეთდება მხოლოდ ორ მოცემულობაზე: გიორგი პაპუაშვილსა და თეა წულუკიანს შორის ინსტიტუციური უთანხმოებასა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებზე ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. სრული იგნორირება უკეთდება საკითხს: რამდენად სამართლიანი შეფასება გააკეთა სამთავარობო კომისიამ მხოლოდ გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის მიმართ და რას ნიშნავს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე აკმაყოფილებდეს პროფესიული რეპუტაციისა და სამოსამართლო ღირსების საკითხებს?

ერთი შეხედვით, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებზე მოსაუბრე მედიას აღნიშნული საკითხები არ აინტერესებს. მედია გამოხატავს მიმტევებლურ დამოკიდებულებას გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებასთან დაკავშირებით. არც ერთ ჟურნალისტს საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელი სახლი, ამჟამად ქ. ბათუმში, დაყადაღებულია. საქმისწარმოება მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში.

როდესაც საქმიანობს ჟურნალისტიკაში და არსებობს ობიექტური ინფორმაციის მომზადების განსაკუთრებული პრეტენზია, მთელი აქცენტი კეთდება გიორგი პაპუაშვილის მორალურ ვალდებულებებზე, დაბალანსებული, მიუკერძიებელი და თავისუფალი მედია-საშუალების სარედაქციო პოლიტიკა ნიშნავს, რომ თანაბრად შეუწყო ხელი საკითხზე დავასთან დაინტერესებული ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენას. საერთო მაუწყებლების სტანდარტის ხარისხი სწორედ იმ თვალსაზრისითაც უნდა შეფასდეს, რომ არც ჩემი და არც ორგანიზაციის პოზიციით არ დაინტერესებულა, თუ რა პრეტენზიები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან.

როდესაც მედია მიზანმიმართულად და განზრახ ივიწყებს, საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ამხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქონებაჩამორთმეულის სახლის ცხოვრების თაობაზე, 2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე, პროფესიული საქმიანობის მაღალი ერთგულებით, ჩვენ შევძელით გარდატეხის შეტანა როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ აღნიშნულ საქმეს, რადგანაც პოლიტიკური წნეხის პირობებშიც კი, ჩვენ დავამტკიცებთ და დავასაბუთებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირია.

ჩვენ მზად ვართ, გიორგი პაპუაშვილთან ნებისმიერ სატელევიზიო ფორმატში, დოკუმენტური მასალით დავამტკიცოთ ის ფაქტები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს, დღეს დგას ამ ქონების შეძენისა და ფლობის არაკეთილსინდისიერების საკითხი, გიორგი პაპუაშვილმა 2010 წელს მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხიც, რომლის მიმართაც, ამჟამად აჭარის ა/რ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გვაქვს ყველა მასალა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს გიორგი პაპუაშვილის სიცუეს, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდგომმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა ეცხოვრა სადავო ქონებაში. მედია არ ახდენს, როგორც თეა წულუკიანის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის წერილების სრულ გამოქვეყნებას, რომელიც არსებობს გიორგი პაპუაშვილის მიმართ. ჩვენ აღნიშნული მასალები ხელთ გვიპყრია. საკითხზე მსჯელობს სასამართლო. 



კომენტარები