"ახალგაზრდა ადვოკატები" - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, დარტყმა მიადგა სახელმწიფოს რეპუტაციას

11 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საჯარო სივრცეში მართლსაწინააღმდეგოდ გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ფაქტზე, მოითხოვს გამოძიების სწრაფ რეჟიმში წარმართვას და დასრულებას, რათა უკაცრესად დადგეს დამნაშავე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით, დარტყმის ქვეშ დგება სახელმწიფოს რეპუტაციის, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხი. სამწუხაროდ, პირდი ცხოვრების შესახებ ამსახველი ფარული მასალის ინტერნეტსივრცეში ყველა გასულ შემთხვევას, სათანადო რეაგირება და შესაბამისი იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია. აღნიშნულმა ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების გაუცხოვების გაღრმავებას, რაც დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ბრალდების საფუძველი და მანიპულაციის საკითხი გახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, ხელისუფლებამ ყველა ეფექტური საშუალებით, დანაშაულის მოკლე ვადაში გახსნის შედეგი უნდა აჩვენოს. აღნიშნული წარმოადგენს ხელისუფლების მნიშვნელოვან გამოწვევას. გავრცელებული მასალა მიმართულია ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მღელვარებისკენ და სახელმწიფო ინსტიტუციების უნდობლობის გაღრმავების წარმოშობისთვის.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელება წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სისტემური დანაშაულის შემადგენელი ნაწილია. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების წარმომავლობა და ავთენტურობის საკითხი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა, დროის მოკლე ვადაში შეძლეს გავრცელებულ მასალაზე წვდომის შეჩერება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თემის გაშუქების დროს, მედია აღმოჩნდეს ჟურნალისტური სტანდარტის დამცველი და საზოგადოების წინაშე ინფორმაცია მიწოდებულ იქნეს პერსონალური მონაცემების სრული დაცვით. სატელევიზიო მედიამ საკითხი არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვისთვის, რაც ცალსახად, რამდენიმე საერთ-მაუწყებლის აქცენტებში შეიმჩნევა. 



კომენტარები