2016 წლის 11 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეცედენტულ დავაზე, საქმისწარმოება მთავარ სხდომაში გადაზარდა და ორგანიზაციის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რითაც ცესკოსა და სწავლების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჯერ კიდევ 2015 წლის 14 სექტემბერს, #386 წერილით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას და მოითხოვა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის მიღება:
1. სრული ინფორმაცია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2010, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილე ორგანიზაციების რიცხოვნობის შესახებ. განმარტება: მოცემულ წლებში, გამოცხადებული საგნატო კონკურსების სხვადასხვა მიმართულებებში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა და არა ზოგადად, საერთო ჯამი.
2. სრული ინფორმაცია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2010, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული/დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ. განმარტება: ორგანიზაციების სახელწოდებები, დაფინანსებული პროექტების სახელწოდებები, დაფინანსებულ ორგანიზაციებზე გაცემული გრანტის ოდენობა.
2015 წლის 5 ოქტომბრის სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ #142 წერილით, ორგანიზაცის მიეწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, იქედან გამომდინარე, რომ მივუთითებთ გარემოებაზე, სადაც კონკურსში სწავლების ცენტრი, ყველა გამოცხადებულ საკონკურსო პერიოდში უპირატესობას ანიჭებს კომისიის წევრებთან დაახლოებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა შემდგომი საზოგადოებრივი პოზიცია და მათი ხელმძღვანელთა ბიოგრაფიაც დაკავშირებულია მხოლოდ ქვეყნის 2004-2012 წლებში, ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის საქმიანობასთან და ინტერესებთან, საქმეზე ზემოაღნიშნული დოკუმენტური მასალის დართვა აუცილებელ გარემოებად მიიჩნიეს. როგორც სასამართლო სხდომაზე ორგანიზაციის ხელმზღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, სასამართლოს უნდა ჰქონდეს მოსარჩელის პრეტენზიის შეფასების ობიექტური ინსტრუმენტები, რათა საკითხი დაინახოს დინამიკაში და ერთმნიშვნელოვნად. სასამართლომ გაიზაირა აღნიშული დასაბუთება და საქმეს მტკიცებულების სახით, თან დაურთო 2010-2015 წლებში, სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეთა თუ გამარჯვებულ სუბიექტთა სრული შემადგენლობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულება #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება. ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის სხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე ხუთი შუამდგომლობიდან, ხუთივე დააკმაყოფილა. სასამართლომ საქმეს დაურთო:
• მტკიცებულება - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის #03-03/1514 წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, 2015 წლის 12 აგვისტოს, ცესკო-ს სხდომაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციის ის თანამშრომლები, რომლებსაც ცესკოს მხრიდან, ანალოგიური ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ სხდომაზე, 2015 წლის 5 ნოემბერს, საშუალება არ მიეცათ პროცესს დასწრებოდნენ. მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირდაპირ დაარღვია კანონი - საქმის საჯაროობის პრინციპი, რაც სადაო გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია.
• მტკიცებულება - საარჩევნო კამპანიებსა და არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა აქტიურობის გაზრდის ერთ-ერთი მოტივაციის გათამაშებების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ დოკუმენტური მასალები. ჩვენს შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ დასავლეთში დამკვიდრებული პრაქატიკა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, რაც გახდა ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის განმსაზღვრელი. შესაბამისად, სასამართლოს უკვე ექნება სრული წარმოდგენა, თუ რა პრეცედენტების დამკვიდრებას სურდა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ წარდგენილი პროექტით.
• მტკიცებულება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013, 2014 და 2015 წლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ „საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში“ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიშები. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსში გაცემული სახელმწიფო თანხები არამიზნობრივადაა შეფასებული. ზემოაღნიშნული საანგარიშო პერიოდი სწორედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სადაოდ მიჩნეულ წლებს წარმოადგენს. ორგანიზაციას 2013, 2014 და 2015 წლებში, სწავლების ფონდმა, არც ერთი პროექტი არ დაუფინანსა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სწავლების ცენტრი მოქმედებდა და მოქმედებს სუბიექტური შეხედულებებით, სამოქალაქო ორგანიზაციებთან პირადი განწყობებით და ხელმძღვანელობს საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებთან ახლოს მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებით. საქმეზე თანდართული დოკუმენტები, თავისი შინაარსით, სკანდალურია. შესაბამისად, მისი გაცნობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, კიდევ უფრო მეტად იზრდება.
• „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ საქმეზე მეოთხე შუამდგომლობა მდგომარეობდა სასამართლო სხდომებზე ფოტოგადაღების განხორციელების ნებართვასთან დაკავშირებით. მოთხოვნა დასაბუთდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (1) მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. მოსამართლემ მეოთხე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მიიღო. შუამდგომლობა მაღალი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გადაწყდა და დასაბუთდა, რომ საჯაროობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური პრინციპია, რომელიც მაღთლმსაჯულებას უნდა უზრუნველყო. შესაბამისად, ორგანიზაციას შემდგომი სხდომების ფოტოგადაღების ნებართვა მიეცა.
• „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეხუთე შუამდგომლობა სწავლების ცენტრის მხრიდან 2010-2015 წლებში, საგრანტო პროექტებში გამარჯვებული და მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობა.
შეძლებს თუ არა სასამართლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გამოცხადებული დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შეცვლას, სასამართლო პროცესები და მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს.
საქმეზე მომდევნო სხდომა 2016 წლის 14 აპრილს, 09:45 საათზე განახლდება. საქმეს მოსამართლე დავით წერეთელი განიხილავს.