პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მედიისთვის ტრენინგი გაიმართა

24 მარტი, 2016

2016 წლის 24 მარტს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივით, მასობრივი–საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთათვის, ერთდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემა გახლდათ: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაძლებლობები საქართველოში და მედიის პასუხისმგებლობა“. საკითხზე არსებული კანონმდებლობა, სტანდარტები, სიახლეები და პრეცედენტიული გადაწყვეტილებები მედიის წარმომადგენლებს სამოქალაქო სამართლის სპეცილისტმა, ადვოკატმა მარიკა არევაძემ გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორგანიზაციები ტრენინგ–კურსს გააგრძელებენ. სემინარები მედიისთვის უფასოდ ტარდება. 



კომენტარები