„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტში ბანკების ქმედებებსა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს

24 მარტი, 2016

2016 წლის 24 მარტს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას დაესწრო, სადაც მოსმენილ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანის „2015 წლის ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ და განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". ამასთან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით, ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა, პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა აზრი გამოთქვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განსახილველ ორ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, არჩილ კაიკაციშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს კითხვით მიმართა, მობილურ ტელეფონში მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში, ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ მიმართ გაგზავნილი წერილის მიუხედავად, ბანკს მოეხდინა პერსონალური ინფორმაციის ბაზიდან ამოღება, დღემდე აგრძელებს სხვადასხვა სერვისების შემოთავაზებას. არჩილ კაიკაციშვილმა დაინტერესდა, არღვევს თუ არა ბანკები მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს, როდესაც მსგავსი ფაქტები ყოველდღიურობაა. თამარ ქალდანის განცხადებით, ბანკები და ონლაინ სერვისის განმახორციელბელი ორგანიზაციები, ასეთი სერვისით არღვევენ მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას და პრობლემას სჭირდება მეტი საკანონმდებლო რეგულაციები, რათა მოხდეს უფლების მეტი დაცულობა.

არჩილ კაიკაციშვილის მეორე კითხვა ეხებოდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მე-16 მუხლს, რომელიც განიცდის ცალკეულ ცვლილებას. მისი თქმით, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებები საკონსტიტუციო მართლმსჯაულების რეფორმას ეხება და სისტემურად წარმოაჩენს დაგეგმილ ცვლილებებს, ვინაიდან კანონპროექტის მიმართ არსებობს დისკუსია და მსჯელობა, ყურადღება უნდა დათმობოდა მოქმდი მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის რეგულაციის ახლებურად ჩამოყალიბებას. მოქმედი რედაქციით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი. არჩილ კაიკაციშვილის მოსაზრებით, ვინაიდან საკამათოა, რა საქციელი შეიძლება მიჩნეულიყო „შეუფერებლად“, ვის უნდა დაედასტურებინა ასეთი „შეუფერებელი“ საქციელი და აღნიშნულ ნორმას პრაქტიკაში უკვე გააჩნდა პრობლემა, კანონმდებელს უნდა ეფიქრა, წარმოდგენილ ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული ნორმის რედაქტირება და დაზუსტება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ცვლილებას არ ეხებოდა. შესაბამისად, მოსაზრება მხოლოდ განსახილველ საკითხებზე უნდა წარმოთმულიყო. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, თუკი კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობდა მოსაზრებები, მისი წერილობითი ფორმით წარმოდგენა იქნებოდა მისაღები. 



კომენტარები