ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. ორგანიზაციის საჩივარი საგამოძიებო უწყებაში უკვე დარეგისტრირდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი პაპუაშვილის მიერ 2016 წლის 2 და 5 მარტს, სატელევიზიო განცხადებების დროს, ორგანიზაციის დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვისა და „შესაბამისი სტრუქტურიდან“ კონტროლის განხორციელების მოთხოვნით დაინტერესდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებები მიმართულია თავისუფალი პროფესიული ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის კონტროლის მცდელობისკენ. პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, ხომ არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ადგილი, რა დიალოგი არსებობდა ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ, ვინ რას პირდებოდა შესაბამისი სტრუქტურიდან გიორგი პაპუაშვილს.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, გიორგი პაპუაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მთავრობის შესაბამის სტრუქტურასთან დამოუკიდებელი ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის, ადვოკატებისა და მისი ხელმძღვანელის მოქმედებების შეზღუდვას მოითხოვდა, რაც გაუგონარი ფაქტია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე, ორგანიზაციის ყველა მოქმედება, საჯარო განცხადება და საქმეზე არსებული სამართლებრივი სტრატეგია, წარმოადგენდა უაღრესად მშვიდობიან ხასიათს, ორგანიზაცია მოქმედება სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებული რეგულაციებით, არ დარღვეულა შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობა.
ჩანს, რომ გიორგი პაპუაშვილის მხრიდან საჯარო კრიტიკის მიუღებლობამ მასში ორგანიზაციის საქმიანობის სამთავრობო გავლენისა და კონტროლის მცდელობები წარმოშვა. გიორგი პაპუაშვილის განცხადებები, სწორედ ამიტომაც შეიცავს სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ორგანიზაციის საჯარო კრიტიკის გამო, იწყებს კომუნიკაციას სამთავრობო უწყებებთან და მიუთითებს, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა უნდა შეზღუდულიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მხრიდან გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებები მიჩნეულია, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლის სავარაუდო დარღვევა (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა) და სსკ–ის 156–ე მუხლის სავარაუდო დარღვევა (დევნა), სსკ–ის 161–ე მუხლის სავარაუდო დარღვევა (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა) და სსკ–ის 166–ე მუხლის სავარაუდო დარღვევა (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა)
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საჩივარში მოითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოთ საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საკითხზე, დადგინდეს გიორგი პაპუაშვილისა და „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლის“ ვინაობა, დაიკითხოს გიორგი პაპუაშვილი და „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლი“ და საქართველოს მტავარმა პროკურატურამ დაიცვას ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაცია – „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესები და საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე მხარესთან მომზადდეს ჯეროვანი კომუნიკაცია.