ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ სადისკუსიო შეხევდრაზე მიიღო მონაწილეობა. განსახილველი საკითხები ეხებოდა: შრომითი უფლებების დარღვევებს, შრომის ინსპექტორის უფლება-მოსილებას, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებს, შრომის ინსპექციის სახელმწიფო პროგრამას და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს. როგორც შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, პროფესიულმა ორგანიზაციებმა სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს, თუ რა მდგომარეობაა საჯარო სკოლებსა და საბანკო სფეროში დასაქმებულთა უფლებების თვალსაზრისით. მისივე თქმით, არსებული ვითარება კრიტიკულია. განსაკუთრებული სირთულის წინაშე დგას მედიის სფეროში დასაქმებული, სტაჟირებაზე მყოფი პირებიც. არჩილ კაიკაციშვილმა გამოთქვა აზრი, რომ მნიშვნელოვანია, საერთო სასამართლოებში, შრომითი დავების განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, რადგანაც შექმნილი პრაქტიკით, წლების მანძილზე არსებულ დავებს, მხოლოდ მოსამართლეების შინაგანი წუხილი ვერ უშველის. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა ისაუბრა ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებაზეც, რომელიც შრომის კოდექსში სტაჟირების დეფინიციის შემოტანას ეხება და ამჟამად, საქართველოს პარლამენტში, სამართლებრივ ექსპერტიზას გადის.
სადისკუსიო შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის, ბიზნეს ომბუდსმენის და პროფკავშირების წარმომადგენლები.