თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ უნდა აიღოს, დატოვოს სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა და საზოგადოებამ მოისმინოს მოსამართლის ქმედებაზე ოფიციალური განცხადება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღის წარმოშობა გააუქმა. მიღებული განჩინებით, მოსამართლე ნინო ქადაგიძემ გაუქმებულად გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ცალსახად ძალაში ტოვებდნენ ყადაღის არსებობის კანონიერებას და უარს ამბობდნენ გიორგი პაპუაშვილის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
არჩილი კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფლების დადასტურება ვერ შეძლო. გიორგი პაპუაშვილთან მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ქონებრივ დავას მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მიმდინარე და ჩვეულებრივი საქმე უწოდა, იურიდიულ კონფლიქტში აღმოჩნდა საკითხის განმხილველ ყველა წინა 5 მოსამართლის მსჯელობასთან, გადაწყვეტილებაში გაიმეორა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ყადაღის წარმოშობაზე ბათილად ცნობილი წინა მსჯელობა, იგნორირება გაუკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას და იმ ვითარებაში, როდესაც ქონებრივ დავაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იწყება საქმეზე არსებითი მსჯელობა, სადავო ქონებაზე ყადაღის მოხსნით, დადგა გაუგონარი შემთხვევა – თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფეხქვეშ გათელა როლანდ ბლადაძის იურიდიული ინტერესები, სადავო ქონება დღეს დგას გასხვისების საფრთხის წინაშე და სასამართლო თავად აღმოჩნდა ინიციატორი და ბიძგის მიმცემი, გიორგი პაპუაშვილმა ახალი ფიქტიური ხელშეკრულებებით, სადავო ქონება გაასხვისოს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკური დავალება შეასრულა, რომელიც საქმეზე დამდგარი შედეგით და სხვა სკანდალური ფაქტებით დასტურდება.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ შეასრულა გიორგი პაპუაშვილის და „ერთიანი ნაციონალიური მოძრაობის“ დავალება, სასამართლომ არ მოეხდინა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ვალერი ცერცვაძე პირადად და უშუალოდ აღმოჩნდა დაინტერესებული მხარე, რომ საქმე არ განხილულიყო თავისუფალი სასამართლოს პირობებში. ვალერი ცერცვაძე არის პიროვნება, რომელამც 2004 წელს მონაწილეობა მიიღო როლანდ ბლადაძის ქონების წართმევის საქმეში. 2004 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ა/რ პროკურორის მხრიდან საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ვალერი ცერცვაძის მიმართ გაცემულ იქნა მინდობილობა, რომლითაც მან უშუალოდ მოახდინა როლანდ ბლადაძისთვის ქონების კანონსაწინააღმდეგოდ დათმობა. შესაბამისად, ვალერი ცერცვაძემ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ავტორიტეტი და ღირსება ანცვლა სისტემური დანაშაულის მხარდაჭერას, რომელიც იმ ხელისუფლების პროკურატურის საქმიანობის დროს ხდებოდა, რომლის წარმომადგენელიც გახლდათ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.
- ვალერი ცერცვაძის დავალებით, შინაგანი რწმენის სახელით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოს იუსტიციის მინისტრად საქმიანობის დროს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამინისტროში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს, პირდაპირ დააღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შემდეგ გარემოებათა გამო:
Ø ნინო ქადაგიძემ დაარღვია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის პრინციპი. ნინო ქადაგიძემ 2005 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს უზენაესს სასამართლოში, განმხილველი მოსამართლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო როლანდ ბლადაძის გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საქმის განხილვაში, რაც კანონის სსსკ–ის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის ღია დარღვევაა.
Ø ნინო ქადაგიძემ დაარღვია კანონი, როდესაც საქმე განიხილა ერთპიროვნულად. კანონის 25–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, საქმე უნდა განხილულიყო სამი მოსამართლის შემადგენლობით.
Ø ნინო ქადაგიძეს კანონის თანახმად, არ ჰქონდა უფლება საქმე განეხილა ერთპიროვნულად, ვინაიდან მოსარჩელის მოპასუხესთან არსებული ქონებრივი დავა აღემატება კანონით დადგენილ 10 000 ლარს. გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის 17 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, სადაო ქონების ღირებულება თავად განსაზღვარვდა 195 აშშ დოლარად.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული აქტია. მისი თქმით, ზემოაღნიშნული იურიდიული გარემოებები ნინო ქადაგიძის განჩინების ბათილადფ ცნობის უპირობო საფუძველია. ამასთან, კანონის თანახმად, ნინო ქადაგიძე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმის შემდგომი განხილვიდან. განჩინების გაუქმებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება უკვე შევიდა.
არჩილ კაიკაციშვილმა ღია წერილით უკვე მიმართა საქართველოს უზენაესს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და საქმის განხილვის მაღალი სტანდარტი სთხოვა.
როლანდ ბლადაძის ადვოკატემა საჯარო განცხადებაც გააკეთა და მათ შორის, საქართველოში დიპლომატიური საელჩოების წარმომადგენლებსაც მიმართა, რათა გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილების შემთხვევაში, თუკი დღის წესრიგში დადგება ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა #37–ში, ბინა #8, ფართი: 277.91 კვ.მ, საკ/კოდი # 05.23.17.008.01.008, გაყიდვა ან სხვაგვარი ფორმით გასხვისება, შემძენი იქნება არაკეთილსინდისიერი, ხოლო გარიგება – ფიქტიური, რაც სასამართლო წესით გასაჩივრდება.
არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებს, სასამართლოს თავმჯდომარის ქმედება, ცხოვრობდეს ქონებაჩამორთმეულის სახლში, პირდაპირ დარტყმას აყენებს საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსჯაულებას, შეუძლებელია ეს მოსამართლის ღირსეულ ქცევად ჩაითვალოს და თავისი არსით, ანტისახელმწიფოებრივია. არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილს სასამართლოს გათავისუფლებისთვის სადავო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოუწოდებს, სახელმწიფოს კი – მოსამართლის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას.
არჩილ კაიკაციშვლი სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით, უახლესს დღეებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიმართავს. ასევე, მოსამართლე ნინო ქადაგიძის უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური განჩინებისთვის, დისციპლინარული სახდელის დაკისრების მოთხოვნით, ასევე იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიმართავს.
„ჩვენ, 12 წელია, ვიბრძვით წართმეული ქონების დაბრუნებისთვის. ეს ბრძოლა არის სამართლიანი და უპირობო. ქართული სასამართლო სისტემა უნდა გაიწმინდოს უღირსი და შემსულებელი მოსამართლეებისგან. მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ, რომ სწორედ რეზონანსულ საქმეებზე მიღებული გაბედული და თამამი გადაწყვეტილებებია მართლმსაჯულების სახე. ჩვენ, საზოგადოებას, მოსამართლეები იმისთვის დავიქირავეთ, რომ როდესაც მხარე პოლიტიკაა, მხარე უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. სწორედ პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიმღები სასამართლო შეძლებს საქართველოს სტაბილურობას, მოსახლეობის განვითარებვას და ევროპული მართლშეგნების დამკვიდრებას. ჩვენ არ გვინდა საბჭოური აზროვნება, სისტემური დანაშაულებების გაგრძელება მართლმსაჯულებაში და სანდრო გირგვლიანის საქმის მსგავსად, ისეთი ახალი საქმეები, რომელიც ახალ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სამართლებრივ ვითარებაში, გამოცდას ვერ უძლებს“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა და აღნიშნა, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, დღეს, მათ შორის მეოთხე ხელისუფლების – მედიის პირდაპირი ვალია.