„ახალგაზრდა ადვოკატები“ კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებზე მომზადებულ კონფერენციას დაესწრო

1 აპრილი, 2016

2016 წლის 1 აპრილს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისიო კონფერენციას დაესწრო, რომლიც ეხებოდა საკითხს: „ამორალური გარიგება და მევახშეობა – კანონისმიერი მოწესრიგება და სასამართლო პრაქტიკა“.  შეხვედრას ადვოკატთა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამართლის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ. მოხსენებები წარმოადგინეს ადვოკატმა გუნთერ ვაისმა და ბრემერის უმაღლესი (მე–3) ინსტანციის სამხარეო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე პეტერ ლუთრინგჰაუსმა. კონფერენციას მიესალმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. შეხევდრის მოდერაცია უზრუნველყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა. კონფერენციას „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, მარიკა არევაძე დაესწრო. 



კომენტარები