ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებასთან დაკავშირებით, საზოგადობრივი პეტიცია შექმნა. ელექტრონულ გვერდზე: Manifest.ge უკვე მიმდინარეობს მოქალაქეების ხელმოწერა. მიმართვა, 1000 მოქალაქის ხელმოწერის შემდგომ გიორგი პაპუაშვილს ავტომატურად გაეგზავნება.
„ჩვენ, საზოგადოება, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ, სამართლიან, მიუკერძოებელ მართმსაჯულებას ვიმსახურებთ. ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ ვიღწვით კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობისთვის, ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ დემოკრატიულ და ადამიანის ღირსებაზე შექმნილ სახელმწიფოში. ჩვენი ბრძოლა უფლებებისთვის იწყება სასამართლო დარბაზებიდან. სასამართლოს პრინციპულობა და კანონიერების იდეის ერთგულება თითოეული მოსამართლის ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხია ქვეყნის და მომავლის წინაშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი გარანტია. საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლე ღირსების, პროფესიული თავდადების და სამართლის უზენაესი ღირებულებების ეტალონი უნდა იყოს. მას შეჰყურებს საზოგადოება და სახელმწიფო.
ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები მივმართავთ გიორგი პაპუაშვილს, საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეს, თავმჯდომარეს, პირველს თანასწორთა შორის- დათმე წართმეული ქონება, ნუ იცხოვრებ ჩამორთმეულ სახლში, დაუბრუნე სახელმწიფოს ნაჩუქარი ქონება, დაიცავი სასამართლოს ღირსება და თავისუფლება.
გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. ასეთი შემთხვევა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მაგალითზე არ გვხვდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდა აღდგეს ხალხის ნდობა და ავტორიტეტი. სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მორალურ სამართალზე მთელი პასუხისმგებლობა გიორგი პაპუაშვილს ეკისრება. სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გახდეს საკონსტიტუციო მართმსაჯულების გარანტი. ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება- წართმეულ ქონებაში ცხოვრებაზე გაგრძელების უარით. მხოლოდ მართლაჯულების, საზოგადოებრივი, სახემწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გიორგი პაპუაშვილი ან გახდება დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს გარანტი, ან საკონსტიტუციო სასართლოს იდეას, ამ ქვეყანაში, მრავალი ათეული წლის განმავლობაში სრულ მარცხს მოუტანს.
ჩვენ, საზოგადოება, ყველა სოციალური ჯგუფის და სტატუსის მქონე ადამიანი, ხელს ვაწერთ პეტიაციას და სადავო ქონების იურიდიული დეტალების განუხილველად ვამბობთ მხოლოდ ერთადერთს: დათმე წართმეული ქონება, ნუ იცხოვრებ ჩამორთმეულ სახლში, დაუბრუნე სახელმწიფოს ნაჩუქარი ქონება, დაიცავი სასამართლოს ღირსება და თავისუფლება. წინ თაობებია, წინ ქვეყანაა. წინ თქვენი და ჩვენი ოჯახებია“ - ნათქვამია საზოგადოებრივ პეტიციაში.
იხ. ვრცლად: http://manifest.ge/main/item/803