არჩილ კაიკაციშვილი იდეით გამოდის, სასამართლოებში ქონებაჩამორთმეულთა საქმეების განხილვას ყველა ქონებაჩამორთმეული დაესწროს

5 აპრილი, 2016

„მაქვს იდეა, როდესაც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე საერთო სასამართლოებში სხდომები გაიმართება, მოსახლეობა უნდა დაესწროს აღნიშნულ სხდომებს და საჭიროა სოლიდარობის ელემენტები, მათ შორის აღნიშნულ სხდომებს უნდა დაესწრონ ის ქონებაჩამორთმეულები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ითხოვენ და ერთიანობის განცდა უნდა არსებობდეს სასამართლო დარბაზებში, რადგანაც ჩვენ სასამართლოს მივაღებინოთ აბსოლუტურად რაციონალური და ობიექტური გადაწყვეტილებები“ - აღნიშნულის თაობაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა 2016 წლის 5 აპრილს, საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა: „განსხვავებული აზრის“ ღია ეთერში განაცხადა.

არჩილ კაიკაციშვილმა გადაცემა სამართლიანობის აღდგენისა და სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე დისკუსიას მიუძღვნა. გადაცემის სტუმრები ქონებაჩამორთმეულები: ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის საქმეზე და ს.ს. „ინტელექტბანკის“ ყოფილი აქციონერი, ნუგზარ ჯაყელი-ხუნდაძე ბანკის წართმევის საქმეზე, გახლდნენ. არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავი ქონების საკითხებზეც და აღნიშნა, რომ დღეს სამართლიანი სასამართლოს უფლება საფრთხეშია.

ვრცლად, გადაცემის ლინკი: http://radio1.ge/ge/videos/view/161137.html



კომენტარები