არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის არჩევნების დაკვირვებას განახორციელებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსით, ორგანიზაციამ თსუ-ს ოფიციალური წერილით 14 აპრილს მიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის კანდიდატურების წარდგენის ვადა 14 აპრილს, 18.00 საათზე ამოიწურა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში კომისიამ ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა: გიორგი ანდრიაძე, ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, დარეჯან თვალთვაძე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულელბლის არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება.
კენჭისყრის პროცედურა 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდეა განსაზღვრული. არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის სრული მონიტორინგი განახორციელა. 2016 წლის 23 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საჯარო განცხადება გააკეთეს, რომ რექტორის და აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულმა ცალკეულმა გადაწყვეტილებებმა კონკურსი იურიდიული ჩარჩოდან გაიყვანა.