15:00 საათის მონაცემებით, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 710 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

20 აპრილი, 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში, 15:00 საათის მონაცემებით, 710 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მოცემულ ეტაპზე, თსუ-ში კენჭისყრის პროცედურას დარღვევების გარეშე აფასებს. საარჩევნო დღე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ორგანიზაცია ხმის დათვლის პროცედურას და კენჭისყრის შედეგების გამოცხადების ეტაპსაც დააკვირდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.



კომენტარები