2016 წლის 23 აპრილს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდმა, თბილისში სოცილოგიური გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხვა: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ თბილისის სამ ნაწილში – მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე ჩატარდა. გამოკითხვა 12:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოიკითხა 1000 რესპოდენტი.
გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობების დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების იდენტიფიცირება.
მოქალაქეების მიმართ დასმული იქნა 4 კითხვა: „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“, „რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?“, „დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომელის საქმიანობაც მოგწონთ?“ და „რა განაპირობებს საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას?“.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 26–29 აპრილის შუალედში გამოაქვეყნებს.