„პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი" 27 აპრილს გამოქვეყნდება

25 აპრილი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს: „პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2016 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნებს. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, 11:00 საათზე გაიმართება.

მოქალაქეების მიმართ დასმული იქნა 4 კითხვა: „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“, „რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?“, „დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომელის საქმიანობაც მოგწონთ?“ და „რა განაპირობებს საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას?“.

გამოკითხვა თბილისის სამ ნაწილში – მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოიკითხა 1000 რესპოდენტი.   

გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობების დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების იდენტიფიცირება.



კომენტარები