სასამართლო გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე განხილვებს 31 მაისიდან იწყებს

30 მაისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე) იწყებს მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვას მოპასუხეების: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. პირველი სხდომა ჩანიშნულია 2016 წლის 31 მაისს, 11:00 საათზე, #33 სხდომათა დარბაზში.

მოსარჩელე რულანდ ბლადაძეს სურს კიდევ ერთხელ მკაფიო იყოს ის სასარჩელო მოთხოვნები, რომელიც სარჩელში არსებობს. კერძოდ, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე უფლებების აღდგენა, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს.

სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს მასობრივი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოახდინონ დავის ირგვლივ ინფორმაციის დაზუსტება, არ მოხდეს მცდარი ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა, თუნდაც იურიდიული ტერმინოლოგიისა და პროცედურების გათვალისწინების გარეშე. ამასთან, მედიამ შექმნას თანაბარი გარემო, რათა არ მოხდეს დავის მხოლოდ ერთი მხარის შეხედულებების და პოზიციის დაფიქსირება. ჩვენი მხრიდან თითოეული ასეთი გადაცდომის თუ მიკერძოების ფაქტი იქნება იდეტიფიცირებული და ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში განხილული. ჩვენ მზად ვართ, მოსარჩელის ყველა პოზიცია და მტკიცებულება გავაცნოთ ჟურნალისტურ კორპუსს, ჩვენ მზად ვართ საქმესთან დაკავშირებით მედიასთან სრული თანამშრომლობისთვის.



კომენტარები