ბათუმში, 4 და 5 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მხარდაჭერით, საგანმანათლებლო ტრენინგ კურსი ჩატარდება. შეხვედრებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს და ორღიანი სასემინარო თემა შეეხება შრომის კოდექსის სამართლებრივ ასპექტებსა და საბანკო სამართლის აქტუალურ საკითხებს. ტრენინგს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი მარიკა არევაძე გაუძღვება. ორდღიანი ტრენინგი სერტიფიცირებულია და მასში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტი, კურსდამთავრებული, ნებისმიერ სფეროში მოღვაწე, დაინტერესებული პირი.
4/06/2016 - (10:30-18:30) - ტრენინგი: „შრომის კოდექსის სამართლებრივი ასპექტები"
ტრენინგის თემატიკა: შრომის უფლება და მისი მარეგულირებელი აქტები; დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში; შრომის ხელშეკრულება; შესვენება/შვებულება/დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები; დავა და მისი გადაჭრის სამართლებრივი მექანიზმები. ტრენინგის დასკვნით ნაწილში მოხდება სასამართლო პრაქტიკისა და კონკრეტული ქეისების განხილვა.
5/06/2016 - (10:30- 18:30) ტრენინგი;“საბანკო სამართალი"
ტრენინგის თემატიკა: საბანკო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა; ეროვნული ბანკის ფუნქციები და როლი ქართულ საბანკო სისტემაში; ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების, ე.წ. კერძო „იპოთეკარების“, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება; სასესხო ურთიუერთობების ფარგლებში წარმოშობილი დავის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები (სასამართლო, არბიტრაჟი, გამარტივებული წარმოება); ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი; აღსრულების ეროვნული ბიუროს როლი საკრედიტო ურთიერთობებში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაძლებლობები. ტრენინგის დასკვნით ნაწილში მოხდება სასამართლო პრაქტიკისა და კონკრეტული ქეისების განხილვა.
ტრენინგში მონაწილეობის უფლება წინასწარ რეგისტრაციის ფორმით იყო შესაძლებელი. ტრენინგი „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ინიციატივით მზადდება.