ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატები“, ერთობლივი გადაწყვეტილებით, „Future Lawyers' Summit 2016“–ის გამარჯვებულთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს და სასამართლო წარმომადგენლობის უფლებამოსილებით, რეალური საქმის ადვოკატირების ანაზღაურებად პროცესში ჩართავს. ამასთან, პროექტის შედეგად გამოვლენილ ფინალისტებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოიწვევს სერტიფიცირებულ ტრენინგზე, რომელიც შრომის კოდექსის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
„მომავალ იურისტთა სამიტი – 2016“ ორგანიზაცია “STEP”-ის ორგანიზებით იმართება. პროექტის განმავლობაში მუშაობა წარიმართება სამართლის სხვადასხვა დარგის მიხედვით 6 ჯგუფში, რომელთაც უხელმძღვანელებენ დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიმართულებების ხელმძღვანელები.