თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე, მოსამზადებელი სხდომა კიდევ ერთხელ გადადო. სასამართლო პროცესი 2016 წლის 8 ივლისს, 10:00 საათზე განახლდება, მანამდე კი მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის გაცნობის შემდგომ მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე პროცესი, შესაძლებელია, დავის მონაწილე მხარეების საერთო მორიგების საფუძველზე დასრულდეს.
როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი სამინისტროს შუამდგომლობას სხდომის გადადებასთან დაკავშირებით დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილს შორის მორიგების წინადადებასთან მიმართებით, პროცესი 2016 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. სასამართლომ 31 მაისის პირველი სხდომაც მორიგების პირობების დაზუსტების მიზეზით გადადო, თუმცა 15 ივნისის სხდომაზე აღმოჩნდა, რომ პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ თუკი 8 ივლისამდე ვითარება არ გაირკვევა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილის მხრიდან, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს სასამართლო პროცესის გაჭიანურების მცდელობებს. აღნიშნულის საპასუხოდ, გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმა, გოჩა გოგიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გიორგი პაპუაშვილთან მოლაპარაკების პროცესზე ინფორმირებული არ არის და მზადყოფნა არსებობდა, 15 ივნისის სხდომა მთავარ სხდომაშიც გადაზრდილიყო. არჩილ კაიკაციშვილმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატს სთხოვა, გიორგი პაპუაშვილთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონოდა და სასამართლოს მიმართა, რომ საქმე რეზონანსულია და სარგებლობს პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ინტერესით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ როლანდ ბლადაძის ადვოკატს არჩილ კაიკაციშვილს მიმართა და სთხოვა, არ იყო მიზანშეწონილი, დავის საგანი პოლიტიკურ კონტექსტში განხილულიყო, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა თავის დასაბუთებაში აღნიშნა, რომ მოსამართლეს მართებდა საკითხის საერთო ანალიზი, სიტყვა „პოლიტიკა“ კი სხდომათა დარბაზში ამ დავის განუყოფელი ნაწილი იყო. „მინდა გთხოვოთ, ქალბატონო მოსამართლევ, გაიხსენოთ, გიორგი პაპუაშვილმა სახელმწიფომ ევროსასამართლოში მოსამართლედ სწორედ როლანდ ბლადაძის საქმის გამო არ გაუშვა, როცა მისი საქციელით მცირეწლოვანი შვილები სახლის გარეშე დარჩა და სადაო ქონებაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს, სახელმწიფომ მოსამართლის უღირსს საქციელად შეაფასა. რა თქმა უნდა, მიღებულ იქნა პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება. ამიტომაც, შეუძლებელია, ვინმე მოიძებნოს, ვინც იტყვის, რომ დავა პოლიტიკური კონტექსტში განსახილველიც არ არის. როლანდ ბლადაძე სწორედ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და სადავო ბინაც იმ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური თანამდებობის პირმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი პაპუასვილმა მიიღო“ - განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
როლანდ ბლადაძის ადვოკატმა სასამართლოსგან საქმის განხილვის ნდობაზე სამი ფუნდამეტური პრინციპის დაცვა მოითხოვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ მართლმსაჯულების ისტორიაში ამ რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში, განუხრელად უნდა დაიცვას შემდეგი სამი ფუნდამეტური საკითხი:
- სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მხოლოდ კანონს და მხოლოდ მტკიცებულებებს;
- სასამართლო არ იქნება ტოლერანტული გიორგი პაპუაშვილის მიმართ
- მხარეები ერთად შეეცდებიან საკონსტიტუციო და არამხოლოდ საკონსტიტუციო საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ღირსების აღდგენა;
არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვისთვის არც ერთი მოსამართლის არც ერთ უკანონო გადაწყვეტილებას არ დატოვებს რეაგირების გარეშე.