„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „Future Lawyers' Summit 2016“-ის გამარჯვებულთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა

20 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა „Future Lawyers' Summit 2016“–ის გამარჯვებულ გიორგი ლაბაძესთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რითაც გიორგი ლაბაძე ოფიციალურად ჩაერთო ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ, მიმდინარე სამოქალაქო დავაზე. ორგანიზაციამ „Future Lawyers' Summit 2016“ პროექტის გამარჯვებულთან თანამშრომლობის სურვილი პროექტის პარტნიორობის ფარგლებში გამოთქვა. ამასთან, პროექტის შედეგად გამოვლენილ ფინალისტებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოიწვევს სერტიფიცირებულ ტრენინგზე, რომელიც შრომის კოდექსის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ტრენინგს გაუძღვება სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი, მარიკა არევაძე.

„მომავალ იურისტთა სამიტი – 2016“ ორგანიზაცია “სტეპ”-ის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის განმავლობაში მუშაობა წარიმართება სამართლის სხვადასხვა დარგის მიხედვით 6 ჯგუფში, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიმართულებების ხელმძღვანელები.

 

 



კომენტარები