„ახალგაზრდა ადვოკატები“ „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნით კონფერენციას დაესწრო

15 ივლისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ: „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნით კონფერენციას დაესწრო. პროექტი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ და კომპანია „ბილაინის“ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენდა და სამიზნე აუდიტორიას თვითდასაქმებულები წარმოადგენდნენ, სეგმენტი, რომელიც საქართველოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტია. ხოლო მიზანი, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული შესაბამისი პროექტებისადმი მხარდაჭერა, სახელმწიფო ინიციატივების იმპლემენტაციის გაუმჯობესება და ამ ინიციატივების ბენეფიციარებამდე მიტანაში დახმარება იყო.

პროექტი „განავითარე ბიზნესი“ განხორციელდა კომპანია „ვიმპელკომის“ მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ ბრენდით ოპერირებს. მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებში, „ვიმპელკომი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის, - Make your Mark, ფარგლებში მონაწილეობს. ამ კამპანიას „ვიმპელკომი“ ყველა იმ ქვეყანაში ახორციელებს, სადაც ის ოპერირებს.

„აფბამ“ კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათით, მთავრობის შესაბამის უწყებებს მიეწოდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, შეხვედრას კონსტანტინე სალუქვაძე და გიორგი ჯოჯუა დაესწრო.



კომენტარები