სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე, გიორგი პაპუაშვილთან კონტაქტი ვერ შეძლო

18 ივლისი, 2016

2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, სხდომა მორიგების წინადადებაზე მხარეთა პოზიციების მოსმენით გაიხსნება, ვინაიდან 2016 წლის 31 მაისიდან დღემდე, სასამართლომ სამართალწარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გადადო, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აფიქსირებდა მზადყოფნას გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე ალტერნატიული წინადადებები განეხილა.

18 ივლისის სხდომაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი გაირკვა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა განაცახდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გიორგი პაპუაშვილთან მორიგების წინადადების განხილვა. გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელმა გოჩა გოგიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილთან სახელმწიფოს არც ერთი უწყებიდან, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, მორიგების თაობაზე, კომუნიკაცია არ შემდგარა. გოჩა გოგიშვილის განცხადებით, სწორედ ასეთი კომუნიკაციის შემდგომ შეიძლება განხილულიყო სახელმწიფოსგან ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ქონების დათმობა ახლის ნაცვლად. მოსამართლემ აღნიშნა, რომ დავის ნებისმიერ ეტაპზე მორიგების წინადადებაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა მიუთითა, რომ სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა და მოქმედებები შეეძლო. თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ გაურკვეველი რჩებოდა, სახელმწიფოს მხრიდან გიორგი პაპუაშვილთან კომუნიკაცია არ შედგა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე თუ რა დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობდა დიალოგისთვის. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა დაადასტურა, რომ მორიგების აქტის პროექტისთვის არსებობს საქართველოს პრემიერ–მინისტრის განკარგულების პროექტიც, თუმცა რატომ არ აღმოჩნდა კომუნიკაციაში სამინისტრო და გიორგი პაპუაშვილი, მისთვის უცნობ გარემოებად რჩებოდა.

არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის 14 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ და 2016 წლის 13 ივლისის გიორგი პაპუაშვილის მიმართ გაგზვანილი წერილებით, მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა მორიგების საკითხის მნიშვნელობა. მინისტრს ეთხოვა საკითხის პირად კონტროლზე აყვანა, გიორგი პაპუაშვილს კი გაეცნო მოსარჩელის მორიგებასთან დაკავშირებული პირობები. გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა არჩილ კაიკაციშვილის წერილის მიღების ფაქტი დაადასტურა.



კომენტარები