ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ევროსაბჭოდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომლითაც ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს 2004–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩადენილი სისტემური დანაშაულებების ამსახველი კვლევების მიწოდების თაობაზე.
„ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო გაეცნო თქვენს მიერ გამოგზავნილ წერილებს და გადაამისამართა ბატონ ტრანჰოლმ-მიკელსენთან, გვსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მისი სახელით მოწოდებული ინფორმაციისათვის“ – ნათქვამია წერილში.
ორგანიზაციის მიმართ ევროსტრუქტურებიდან ეს უკვე მესამე ოფიციალური წერილია. ორგანიზაციას წერილობითი გამოხმაურებები უკვე მიაწოდეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მათ შორის ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, მიმართვები და კვლევები 2016 წლის 28 აპრილს გაუგზავნეს. ორგანიზაციამ საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების თაობაზე ამსახველი კვლევა, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე მომზადებული კვლევა და ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე კვლევა გაგზავნეს.