არჩილ კაიკაციშვილი: დღეს სახელგატეხილი და შეურაცხყოფილია სასამართლო, ქვეყანა და საზოგადოება

5 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე ამორალურს და ქართული საზოგადოების, ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებულ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, საერთო სასამართლოების სისტემიდან დიანა ფარქოსაძის მსგავსი მსახური მოსამართლეები წავიდნენ.

სამართალმა დღეს ვერ იზეიმა, სამართლიანი სასამართლო არ შედგა. მოსარჩელე, როგორიც კანონის არსიდან და სულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილებულიყო, დღეს ისევ დაზარალებულია. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით სიმართლის ძიებას, მოქალაქე როლანდ ბლადაძე ყველა შემთხვევაში მიიღებს საკუთრებაში ბინას, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მართლმსაჯულება დარჩება შეურაცხყოფილი და სახელგატეხილი, რადგან ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე ცხოვრობს მრავალათასიან ბინაში, რომელიც მის მეპატრონეს უკანონოდ წაართვეს და თან ამ ბინაში გადაიხადა სიმბოლური 1000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნება სამართლიანი სასამართლოს არსებობისა ქვეყანაში არის, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ არ დადგა სამართლიანი გადაყვეტილება. წაგებული, მერწმუნეთ, დარჩა მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლის კანონიერების სახე გახლავთ ბატონი პაპუაშვილი, რომელიც ფაქტობრივად ქრთამის სახით მიღებულ და სხვისთვის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს, ეს კი სამოსამართლეო ეთიკის ნორმებისათვის, აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი რეალობაა. ასე ჩვენ ვერც ევროკავშირში შევალთ, ვერც რეალურ სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთ და ვერც ცივილიზებულ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდებით – განაცხადა გადაწყვეტილების შემდგომ არჩილ კაიკაციშვილმა მედიასთან საუბარში.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ დარბაზიდან გაიქცა. შესაბამისად, მხარეს არ მიეცა იმის პროცესუალური შესაძლებლობაც კი, სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები და განმარტება მოესმინა, რაც ყველა შემთხვევაში, მხარისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სამართლებრივი ბრძოლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. მხარე მზად არის დარღვეული უფლებების აღდგენისთვის მიმართოს ევროსასამართლოს, თუკი ქართიული სახელმწიფო მოქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სამართლიანობის აღდგენისთვის ისევ ტირიან, ხელისუფლება დუმს, სასამართლოში კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ იცავს სასამართლო სისტემაზე პასუხისმგებელი პირები, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში დანიშნული მოსამართლეები კვლავ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა და საქმიანობას ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების საწინააღდმეგოდ იღებენ.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აპირებს ყველაფერზე ესაუბროს საზოგადოებას, რომელიც როლანდ ბლადაძის საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ეხება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სხდომაზე არც გიორგი პაპუაშვილისა და არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გამოცხადნენ, საზოგადოებისთვის ნიშნავს იმ გარემოებას, რომ დავის მონაწილე მხარეებმა წინასწარ იცოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე ვრცელ ანალიზსს უახლოესს დღეებში გამოაქვეყნებს და მიღბულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.



კომენტარები