„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა. ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, 1 747 კი, მძიმედ დაიჭრა . სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე მოსახლე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ შედეგებისა რის წინაშეც სახელმწიფო 2008 წლის 12 აგვისტოს დადგა, როდესაც ომი დასრულდა. 

ორგანიზაცია იზიარებს ქვეყნის, დაზარალებული მოსახლეობის და ყველა ქართველისთვის უდიდეს ტკივილს აგვისტოს ომის სახით და თანაუგრძნობს ყველა იმ საამაყო ჯარისკაცის ოჯახს, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად საკუთარი სიცოხლე გასწირეს. მათი ღვაწლი ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე განუზომელია.



კომენტარები