დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დაესწრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიგა გიორგაძე. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახორციელებს პროექტს „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეეწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამა და მისი აღმასრულებელი გუნდი მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამ მიზნით, საქართველოს 6 რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვას.