თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე, გიორგი ტყავაძე) ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სააპელაციო საჩივარზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, გადაწყვეტილებას 2016 წლის 15 სექტემბერს გამოაცხადებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს პალატის მხრიდან სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიმართ გამოთქმული ინტერესი, ცესკო–სა და სწავლების ცენტრის მიმართ დასმული კითხვები თუ მიღებული პასუხების ერთობლიობა იძლევა მოლოდინს, სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტიელბას და ბათილად სცნობს ცესკო–სა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, რომლის საფუძველზეც, ორგანიზაცია არ დაფინანსდა საგნატო პროექტში წარდგენილი ინოვაციური პროექტისთვის: „ყველა ხმა მომგებიანია“.
„მართალია, ასეთი შედეგის დადგომის დროს, შეუძლებელი იქნება პროექტის: „ყველა ხმა მომგებიანია" დაფინანსება და გაგრძელება, რადგანაც პროექტი მიმართული გახლდათ საგარეჯოში საპარლამენტო შუალედური არჩევნების უზრუნველყოფისთვის, თუმცა ორგანიზაციის მაღალი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს მხრიდან დადგენილი გარემოებების საფუძველზე, ბათილად ცნობილი სწავლების ცენტრის დირექტორის და ცესკო–ს თავმჯდომარის სამართლებრი აქტების პირობებში დადასტურდება ის გარემოება, რომ ორგანიზაციის მიმართ, თავის დროზე, უსაფუძვლოდ არ გაიცა გრანტი, როდესაც პროექტი დაფინანსებას ობიექტურად იმსახურებდა“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
ორგანიზაციის განცხადებით, სწავლების ცენტრმა საგრანტო პროექტი მიზანმიმართულად არ დააფინანსა, ვინაიდან ორგანიზაცია გრანტის მიღებას სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკის საჯარო კრიტიკის ფონზე ცდილობდა და ინსტიტუციურად დაპირისპირებული იყო, ხოლო მეორე მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ აშკარა და გამოკვეთილად უკანონო გაადწყვეტილებაა მიიღო, როდესაც არსებითი დარღვევის ფაქტად არ მიიჩნია ცესკო–ს ადმინისტრაციულ სხდომაზე, სადაც გრანტის გაცემაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი განიხილებოდა, ორგანიზაციის წევრების გაძევების ფაქტი და ამით, საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა. სასამართლოს კითხვაზე: ყველა ადმინისტრაციული სხდომა იმართება თუ არა ცესკო–ში დახურული წესით, ცესკო–ს იურისტმა, კახაბერ ნარეკლიშვილმა განაცხადა, რომ ცესკო–ში ღია სხდომები არ იმართება, რამაც სხდომის დარბაზში მყოფი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის განმავლობაში, ორჯერ მიიღეს მონაწილეობა ცესკოს დაქვემდებარებული სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ორგანიზაციის საპროექტო წინადადება არც ერთ ეტაპზე არ დაფინანსდა. ორგანიზაცია საკითხის ანალიზმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სწავლების ცენტრში ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის არაკეთილსინდისიერი ფორმით ახლობელ ორგანიზაციებზე გაცემის ფაქტები და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების ყოფილ ხელისუფლებასთან და ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბიოგრაფიულად დაკავშირებული კონტაქტები, რომელიც არც ახლა ქმნის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის გამჭვირვალობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არ შეიძლება დაძლეულიყო ან შეცვლილიყო საზოგადოებრივი აზრის სწორი ფორმირების გარეშე, რეალობის მხილებისა და თანამდებობრივი ცვლილებების გარეშე. სწორედ ამიტომაც, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი სტრატეგიული მოსაზრებით დაენახა, საკითხი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, გამხდარიყო საერთო სასამართლოების განხილვის საგანი და საქართველოს მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის პროცესში, სწავლების ცენტრის უთანასწორო და დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შესაცვლელად, საქმიანი წინადადებებით წარმსდგარიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განაკუთრებული მოტივაციით აგრძელებს ბრძოლას ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკისა და იმავდროულად, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტების არსებობისათვის. ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმე იქნება ცვლილებებისა და მომავალი საკადრო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ, ამ ბრძოლაში, საზოგადოებასთან ერთად ვართ.
საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს, 14:55 საათზე გახდება ცნობილი.