ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლის 23 სექტემბრის რექტორის არჩევნებს დააკვირდება. ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით, თსუ–ს ოფიციალური წერილით 15 სექტემბერს მიმართა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად ჩაერთო თსუ–ში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგის პროცესს. ორგანიზაცია აკვირდებოდა აკადემიური საბჭოს და უნივერსიტეტის კანცლერის შერჩევის პროცესს და წარმოადგინა საკუთარი შეფასებები.
თსუ–ში რექტორის თანამდებობაზე სამი პრეტედენტია – ცირა ბარამიძე, გიორგი ბარამიძე და გიორგი შარვაშიძე. ორგანიზაცია რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების დასრულების შემდგომ, განცხადებას გააკეთებს.