„ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო

27 სექტემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2017–2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა და დოკუმენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სფეროს ექსპერტებთან განხილვისა და თანამშრომლობის გზით, საკონსულტაციო კომპანიის „ჯეპრა“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

დოკუმენტი ასახავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს მომდევნო 5 წლის მანძილზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან და სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემების დაცვას. ორგანიზაცია წარმოდგენილ სტრატეგიას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესს დოკუმენტად მიიჩნევს და მზადყოფნას გამოთქვამს მისი იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. 



კომენტარები