2016 წლის 30 სექტემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და მიგრანტთა იურიდიული დახმარების პროექტს წარადგენს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახორციელებს პროექტს: „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეეწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამა და მისი აღმასრულებელი გუნდი მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამ მიზნით, საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვას.
შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.