არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში დააკვირდება. ტყიბულში პარლამენტის წევრობის მანდატისთვის ორი გამოკვეთილი კანდიდატი იბრძვის – კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“ ელისო ჩაფიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პავლე კუბლაშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნებს ტყიბულში თითქმის ყველა უბანზე დააკვირდება. ორგანიზაცია კოორდინირებულ ურთიერთობაში იქნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბთან და ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსაც.
ცსკო–ს მონაცემებით, ტყიბულში 23 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ტყიბული წარმოადგენს #57 საარჩევნო ოლქს და მუნიციპალიტეტში გახსნილია, სულ 37 უბანი.