არჩილ კაიკაციშვილი: ნიკა რურუას შტაბის მოქმედებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისპექტორი უნდა დაინტერესდეს

28 ოქტომბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატიდ, ნიკა რურუას მხრიდან ამომრჩევლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში განხორციელებულ ზარებთან მიმართებით, არის თუ არა აღნიშნული ფორმა კანდიდატის მხრიდან ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება ან ირღვევა თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცული ინფორმაციის გამოყენება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს. აღნიშნულის შესახებ არჩილ კაიკაციშვილმა 2016 წლის 28 ოქტომბერს, „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება არ არის კანონდარღვევა, თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს საუბრის შინაარსზე და შეტყობინების ტექსტზე. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, დასადგენია, თუ საიდან აღმოჩნდა ნიკა რურუას ხელში მთაწმინდის ყველა ამომრჩევლის სატელეფონი ბაზა.

„ამომრჩეველთან ტელეფონით დაკავშირება თითქოს არაა კანონდარღვევა, მაგრამ აქ საგულისხმოა საუბრის შინაარსი და შეტყობინების ტექსტი, ასევე სამართალდამცავი უწყება უნდა დაინტერესდეს, საიდან აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის ხელში პერსონალურ მონაცემთა შესახებ არსებული ინფორმაცია, საიდან გახდა ნიკა რურუასთვის ხელმისაწვდომი მთაწმინდის ოლქის ყველა ამომრჩევლის სატელეფონო ბაზა. სალომე ზურაბიშვილს არ სჭირდება ამომრჩეველთან ამ ფორმით დაკავშირება, რადგან ის რეიტინგული პოლიტიკოსია და ნიკა რურუამ მიმართა ახალ ხერხს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა უნდა გაირკვეს, რამდენად მოდის შესაბამისობაში მისი ქმედება კანონმდებლობასთან. ეს ყველაფერი უნდა შეამოწმოს პერსონალურ მონაცემ​​თა დაცვის ინსპექტორმა” - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.



კომენტარები