„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოს ახალი წევრი აირჩია

26 ოქტომბერი, 2016

2016 წლის 26 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრთა არჩევაში მიიღო მონაწილეობა. ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა საბჭოს ახალ წევრ ანდრია გვიდიანს, რომელიც არჩეულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციიდან: „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მხარდამჭერი პოზიცია ორგანიზაციის იურისტმა, გიორგი ჯოჯუამ წარმოადგინა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრი 2015 წლის აპრილი-სექტემბრის თვის შუალედში იყო. ორგანიზაციამ 2016 წელს, სულ ორჯერ მიიღო წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაში მონაწილეობაც. 



კომენტარები